გივიკო დიდია

faceამბები • 1790853070

„სახლის ხმები, რომლებიც მერამდენე წელია მაღვიძებს...“ - გივიკო დიდია ოჯახზე წერს

ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში გულახდილ და ემოციურ ჩანახატს აქვეყნებს, სადაც ოჯახურ სითბოსა და იმ წვრილმანებზე საუბრობს, რაც მას ყოველდღიურად ბედნიერებას ანიჭებს.ბლოგერის თქმით, დილის „სახლის ხმები“ - დედის მოფერება, სამზარეულოდან მოსული საუზმის სუნი თუ ბებიის საყვარელი სერიალები - ის უდიდესი დასაყრდენია, რაც ყოველდღიური სირთულეების გადალახვაში ეხმარება და ცხოვრებას აზრს სძენს:„დილით სახლის ხმები მაღვიძებს .სახლის ხმები როგორია იცით ?ფეხის ხმა რომ გესმის და იცი დედამჩაიარა , ბებიამ თუ ძმამ .სამზარეულოდან ხმები რომ მოდის დადარწმუნებული ხარ გემრიელ საუზმეს გიმზადებენ .კარების ხმით რომ ხვდები , ვინ გამოვიდა ოთახიდან .ონკანის ხმა რომ გესმის და ზუსტად იცი ვინაა სააბაზანოში ))ტელევიზორი რომ ხმაურობს დახვდები “ ბებიე თურქულ სერიალებს უყურებს “დილები - დაჩის ღუღუნით დაწყებული . ოთახში დედა რომ შემოდის და ფრთხილად მეფერება .ყურში ჩამჩურჩულებს გივიკონა მიყვარხარ .ხო ესაა სახლის ხმები და უკვე მერამდენე წელია მაღვიძებს .მერე ვახელ თვალს , ვხვდები რომ ჭერიჩემი სახლის თავის ბინადრებთან ერთად , ყველაზე დიდი ბედნიერებაა .ალბათ ყველა თქვენგანი თქვენს ცნობიერებაში აყალიბებთ თქვენი ბედნიერებისთვის დამახასიათებელ გარემოებებს , ამიტომაც ბედნიერებას ყველა ისე აღვიქვამთ როგორი წარმოსახვის უნარიც გვაქვს .ჩემი ბედნიერება კი ასეთ წვრილმანებშია .მიუხედავად ყველაფრისა , ყოველდღიური სირთულეებისა ,როცა ვიღაც ან რაღაც გაძლიერებს , ყოველ დილას - დღეს გილამაზებს და გრძნობ რომ ბედნიერი ხარ“,-წერს გივიკო დიდია. 

giviko didia

საზოგადოება • 1790430780

„გზა რომელსაც ჩვენ გავდივართ, არის ძალიან რთული“ - გივიკო დიდია გამომწერებს მიმართავს

ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებს, რომელიც ნათელა ბებიას შესახებ გვიყვება. ათასობით ადამიანმა შეიყვარა ნათია ბებია... ყველა დიდი სიყვარულით და სითბოთი ეფერება და კომენტარებში ძალიან დიდ პოზიტივს უგზავნის გივიკოს და მის ბებოს. ამჯერად, გივიკო დიდია ბებიის ფოტოს აქვეყნებს და წერს: „გზა რომელსაც ჩვენ გავდივართ, არის ძალიან რთული, ამიტომ მთელი გულით გთხოვთ, რომ კეთილი სურვილები არ მოგვაკლოთ“, - წერს გივიკო დიდია. 

გივიკო დიდია

საზოგადოება • 1782394231

„იოლი ცხოვრება არ ჰქონია, მაგრამ ყველაფერი შეძლო“ - უსაყვარლესი ბებიას შესახებ გივიკო დიდია ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებს, რომელიც ბებია ნათელას, შესახებ გვიყვება.ათასობით ადამიანმა შეიყვარა ნათია ბებია... ყველა დიდი სიყვარულით და სითბოთი ეფერება და კომენტარებში ძალიან დიდ პოზიტივს უგზავნის გივიკოს და ახლა უკვე საქართველოს საყვარელ ბებიას.ამჯერად, გივიკო დიდია ბებიის ფოტოს აქვეყნებს და ემოციურ პოსტს ურთავს თან:„იოლი ცხოვრება არ ჰქონია მაგრამ ყველაფერი შეძლო. ოჯახი, შვილები, შვილიშვილები. გაჭირვებასთან ბრძოლა. ადამიანებზე ზრუნვა. შრომა, შრომა და შრომა. ყოველთვის მაგალითი იქნები, სტიმული“, - წერს გივიკოდიდია. 

ოლღა ბებია აღარ გვყავს

საზოგადოება • 1780036260

VIDEO: „ოლღა ბებია აღარ გვყავს…“ - გარდაიცვალა ყველასთვის საყვარელი გურული ბებო, რომელიც საქართველომ გივიკო დიდიას სიუჟეტით გაიცნო

თბილი გულის, სიკეთისა და სიყვარულის მატარებელი ნამდვილი გურული ოლღა ბებია, ბლოგერმა გივიკი დიდიამ გააცნო და მთელ ქვეყანას შეაყვარა.მხიარული, სიცოცხლით სავსე ბებოს შესახებ გივიკო დიდიამ  სიუჟეტი მაშინ მოამზადა, როცა ოლღა 90 წლის იყო. ხალისით, მხნედ გამოიყურებოდა და გურული სახელდახელოდ სუფრის მასტერკლასიც ჩაგვიატარა.ასაკის მიუხედავად, ისე მხნედ გამოიყურებოდა, ვერავინ იფიქრებდა, რომ ასე მალე დატოვებდა წუთისოფელს.„ამ სიუჟეტით გემშვიდობები, ჩემს გულში დარჩები სამუდამოდ” - წერს გივიკო და “რუსთავი-2”-ზე გასულ რეპორტაჟს აქვეყნებს.„როგორ ყველას გვიყვარდა ოლღა ბებია, სამწუხაროა, სასუფეველი დაუმკვიროს უფალმა“„როგორ მეწყინაა, გაანათლოს უფალმა მისი სული. როგორ ენერგიულად იყო, გივიკო რომ ესტუმრა...“„როგორი ვაჟკაცური და ყოჩაღი ქალბატონი იყო, ყარაჩოღელი შევარქვი, ნათელში იყოს“„რა თბილი ვიდეოა , ზურიკელა და ოლღა ბებია გამახსენდა კინოში ,რომ არის ნათელში ამყოფოს ღმერთმა“„რა კაია ასეთი კარგი ვიდეო რომ დარჩება მის ახლობლებს სამახსოვროდ“„გივიკო თქვენს სიუჟეტის გმირებს მართლაც ჩვენი ოჯახის წევრად ვთვლით. ძალიან მეწყინა ჟორა ბაბუას გარდაცვალება. ახლა ოლღა ბებიაც მიემატა. როდესაც შეგვიყვარდება ეს გმირები შემდეგ გულწრფელად გვწყინს მათი გარდაცვალება დრო მიდის კადრები რჩება

გი

faceამბები • 1778823526

„ნეტა შემეძლოს ძველებურად მისი გაღიმება...“ - გივიკო დიდიას ემოციური პოსტი

ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში ახალ სტატუსს აქვეყნებს და ბებოზე, რომელიც მთელს საქართველოს უყვარს ახალ პოსტს აქვეყნებს: „არ ვიცი არსებობს თუ არა, ბებიეს თვალებზე ან ზოგადად , მოხუცზე უფრო სევდიანი რამ . ნათის ვკითხე : ნენა რაზე ფიქრობ თქო და ხაჭაპურზეო მითხრა – მაგას ვაცხობდი ჩემს გონებაში, მარა აბდლურია აწი მაი, სადღა შემიძლიაო . გუშინ ღამე ამის გამო ბევრი ვიდარდე . ზოგადად ნათელეს გამო ბევრს ვდარდობ.არ იმჩნევს, მაგრამ მოხუცდა. ბევრი გადეიტანა. პატარა ბაღანასავით უნდა მოვლა და ყოველ საღამოს, როცა დასაძინებლად მივდივარ, საბანს შევუკეცავ ხოლმე გარშემო და შუბლზე ვკოცნი. ამას ნაწილობრივ იმიტომ ვაკეთებ, რომ მეშინია, დილით რომ არ მითხრას შემცივდაო. არცერთი ხანდაზმული არ იმსახურებს სიცივეს. არცერთი დედა შვილის სიკვდილს. სიკვდილზე კი ხშირად ლაპარაკობს. განიცდის. მე, მე კი მესმის მისი. ვიცი, რომ დეიღალა და რაფერ მტკივა გული მაგის გამო...პ.ს მიყვარს ეს ჩანაწერი. ნეტე შემეძლოს ძველებურად მისი გაღიმება“,- წერს გივიკო დიდია. 

გივიკო დიდია

ტაბლოიდი • 1778051268

„ცხოვრებამ ბევრი განსაცდელი გამომატარა... ბევრი გაჭირვება მაჩვენა“ - გივიკო დიდია ემოციურ პოსტს აქვეყნებს

 ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ცხოვრებაზე ემოციურად წერს. „ცხოვრებამ ბევრი განსაცდელი გამომატარა. ბევრი გაჭირვება მაჩვენა, ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ყველა პრობლემა რომელიც გადავლახე, შევძლებდი და გამაძლიერებდა.ვინც ახლა ამ პოსტს კითხულობთ და დროებით უიმედოდ ხართ, არასოდეს დანებდეთ, არ აჰყვეთ ცუდ ხმას. იყავით უბრალო და გულით ღირებული. იბრძოლეთ უკეთესი მომავლისთვის და გახსოვდეთ, ცხოვრებისეული განსაცდელი, ტკივილი და სირთულეები, ხშირად ჩვენი ზრდისა და სულიერი განმტკიცების საფუძველია“, - წერს გივიკო დიდია. 

გივიკო დიდია

ტაბლოიდი • 1775813400

„აღარ მინდა ვინმემ მკითხოს „რა გჭირს“... ამ თემაზე საუბარს მეტს აღარ ვაპირებ“ - გივიკო დიდია ნათელა ბებოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს

ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში პოსტებს და ვიდეოს აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ რომ ცნობილ ნათელა ბებოს ალცჰაიმერი სჭირს. როგორც გივიკო დიდია ამბობს, თემაზე საუბარს აღარ აპირებს, თუმცა წერს რომ დიდი ხანია ნათელა ბებო ამ დაავადებით ცხოვრობს:„აღარ მინდა ვინმემ მკითხოს „რა გჭირს“ ეს რეალობა გვჭირს, მხოლოდ სითბო და სიყვარული გვაძლევს ძალას მეგობრებო. კადრებს რომლებსაც თქვენ უყურებთ, ძველია ან კონკრეტული მომენტები მაქვს ატვირთული , სადაც არასდროს ჩანს რა გზას გავდივართ. მე მას ვაცოცხლებ ძალიან დიდხანს. მერე რა რომ ახლა ძმა ვარ, მთავარია ისევ ისე ძლიერად ვუყვარვარ და მიყვარს. ვეიმედები და მეიმედება. პ.ს ამ თემაზე საუბარს მეტს აღარ ვაპირებ ძალიან დიდი მადლობა ყველას თანაგრძნობისთვის“, - წერს გივიკო დიდია.

გივიკო დიდია

საზოგადოება • 1775042274

გივიკო დიდია თავისი ბებოს თბილ და ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს

ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში მორიგ თბილ და ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს, რომელმაც უკვე მრავალი ადამიანის ყურადღება მიიპყრო.ვიდეოში გივიკო თავის უსაყვარლეს ბებიასთან ერთად არის გადაღებული. ის ბებიას სიყვარულით სავსე სიტყვებით მიმართავს:„2-ში გახდები 81 წლის. ასე უნდა ვიყოთ დიდხანს ჩემო ნათელა“, – ეუბნება გივიკო უსაყვარლეს ბებიას.„მიყვარხარ ძალიან“, – პასუხობს ნათელა ბებია შვილიშვილს.ნახეთ ვიდეო

გივიკო დიდია

faceამბები • 1743664748

VIDEO: გივიკო დიდია ემოციურ პოსტს აქვეყნებს - „აბა ვის უყვარს ნათელე ბებიე?“

გურული ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოზიტიურ პოსტებს, ვიდეოს და ფოტოებს. სწორედ გივიკოს ვიდეოებით შეიყვარა მთელმა საქართველომ მისი ბებია, რომელიც ახლა იუბილარია.„მეოთხმოცე გაზაფხული. აბა ვის უყვარს ნათელე ბებიე?ალბათ რამდენჯერ გაცინათ გულიანად, აგატირათ. ვფიქრობ უამრავჯერ დაგაბრუნათ ბაღნობაში. მოგანატრათ სოფელი. ყველაზე თბილი, ბებიეს და ბაბუეს კალთა“, - წერს გივიკო დიდია.  

გივიკო დიდია

საზოგადოება • 1739995310

„სამწუხაროდ, არ სრულდება... ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინეთ“ - გივიკო დიდია მიმართვას ავრცელებს

ბლოგერი გივიკო დიდია წერს, რომ უცხო პირები მისი სახელით სოციალურ ქსელში ყალბ გვერდებს აკეთებენ. ბლოგერი საზოგადოებას მიმართავს, რომ არ მოტყუვდნენ და არ გადავიდნენ საეჭვო ბმულებზე.„კიდევ ერთხელ ვწერ. საღამო მშვიდობისა მეგობრებო. მე და ჩემი ოჯახი არანაირ გათამაშებაში არ ვართ ჩართული. ვინც არ უნდა მოგწეროთ ჩემი სახელით, ძალიან გთხოვთ დაბლოკეთ და ლინკზე არ გადახვიდეთ, რადგან მაგით თქვენს პირად მონაცემებზე შეძლებს წვდომას და თავის პირად ანგარიშზე გადაიტანს თანხას. თითქმის ერთი წელია ვებრძვი ამ თემას. სამწუხაროდ, არ სრულდება. უამრავ ფეიქ გვერდს აკეთებენ. ძალიან გთხოვთ გაითვალისწინეთ“, - წერს გივიკო დიდია სოციალურ ქსელში.

გივიკო დიდია

შემთხვევა • 1727789738

„ვუსამძიმრებ ჩემს ჩოხატაურს უდიდეს ტრაგედიას...“ - გივიკო დიდია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ჩოხატაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა. შემთხვევა დღეს, პირველ ოქტომბერს მოხდა.ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, სამების ხიდთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ტრაგედიას სოციალურ ქსელში ბლოგერი გივიკო დიდია ეხმიანება:„ჩოხატაური... უმძიმეს ავარიას 3 ახალგაზრდა ჩოხატაურელის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი დაშავებულია. ერთი დაღუპული ჩემი მეგობრის ძმაა. გარდაცვლილები ჩემთანაც არიან ოჯახში ნამყოფი  ჩემს ძმასთან მეგობრობდნენ... ვუსამძიმრებ ჩემს ჩოხატაურს უდიდეს ტრაგედიას... რა უნდა ვუთხრა მათ ოჯახს, ახლობლებს... გამძლეობას გისურვებთ...“,-წერს გივიკო დიდია.

giviko didia

საზოგადოება • 1717705580

„ძალიან არ მინდოდა ამ პოსტის დაწერა...“ - გივიკო დიდია მიმართვას ავრცელებს

გურული ბლოგერი გივიკო დიდია ამბობს, რომ ყალბი გვერდების მეშვეობით, მის სახელს ბოროტად იყენებენ და ამით სხვებიც ზარალდებიან.„ძალიან არ მინდოდა ამ პოსტის დაწერა, მაგრამ ვიღაც თაღლითი ჩემი სახელით აკეთებს უამრავ ფეისბუქ გვერდს, ცდილობს თქვენს შეცდომაში შეყვანას. ნუ მისცემთ თქვენს პირად მონაცემებზე წვდომას, რადგან ეს არაადამიანი ფულის გამო, სხვისი სახელით ყველაფერს კადრულობს !პ.ს ეს არის ჩემი გვერდი. მე თქვენ წლებია მხოლოდ აქედან გეკონტაქტებით. მიყვარხართ“, - წერს ბლოგერი.

✕