მიხეილ სააკაშვილი

პოლიტიკა • 1790589619

მიხეილ სააკაშვილი: დიქტატურა აუცილებლად დაემხობა და ეს ძალიან მალე მოხდება, მგლები დაიზარდნენ, ემზადებიან, რათა დაასრულონ ტურებისა და ჰიენების მმართველობა

გუშინ იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში უდიდესი ტრაგედიის – სოხუმის დაცემის დღე. მუდმივად ვიხსენებთ იმ ტრაგიკულ მოვლენებს, ჩვენი მტერიც მუდმივად გვახსენებს მათ და ამით გვეუბნება: არც კი გაბედოთ ბრძოლა, ხელის განძრევა, რადგან  მაინც წააგებთ, მაინც დაგაჩმორებთ. მე მოვედი აქ, რათა გითხრათ – ჩვენს გენეტიკურ კოდში არაა ჩმორობა. ჩვენ არ ვართ ჩმორები და ვერ დაგვაჩმორებთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.სააკაშვილის თქმით, ქართველი ერი დაბადებულია თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, გამარჯვებისა და წარმატებისთვის.„ახლაც გამარჯვების გარდა, ჩვენ გამოსავალი არც გვაქვს. რომ დავუბრუნდეთ სოხუმს და აფხაზეთს: რაც მოხდა იქ, იყო კულმინაცია იმისა, რაც მოხდა 90-იან წლებში, კერძოდ – გადატრიალებამ, სახელმწიფოს არქონამ, კრიმინალმა, ღალატმა, დანაწევრებამ, საერთაშორისო იზოლაციამ მიგვიყვანა სწორედ სოხუმის და აფხაზეთის ტრაგედიამდე. მე მაშინ, 1992-ში, 93 წლის ზაფხულამდე, ხშირად დავდიოდი სოხუმში, აფხაზეთში, ვმუშაობდი ამ თემების გარშემო, მე არ მეჭირა ხელში იარაღი, ვეხმარებოდი გია ბარამიძეს ტყვეების გადაცვლაში. სხვათაშორის, მის საპატივცემულოდ, სოლიდარობის ნიშნად მოვიზარდე წვერი, იმიტომ, რომ ბოლო ხანებში სულ ვაკრიტიკებდი წვერის გამო, მეგონა, წვერი აბერებდა. სხვათა შორის, იგივე გააკეთა ლევან ხაბეიშვილმაც, ლევანიც არის წვერ-ულვაშიანი.მე კარგად მახსოვს მაშინდელი სოხუმი. მე ჯერ მახსოვს ჩემი ბავშვობის სოხუმი. დედაჩემთან ერთად აჭარული ხაჭაპურის ჭამა სოხუმის ბულვარში, ჩემს დიდ ბებია და ბაბუასთან ერთად დავდიოდი გაგრაში, სილაღე, სიფერადე და მე მახსოვს ომისდროინდელი სოხუმი – სრულიად შავ-თეთრი, მკვდარი ქალაქი. მაშინ დავდიოდი ტყვეების გაცვლაზე. მახსოვს სოხუმის დაცემის დღე.ეს რეჟიმი ხშირად ადარებს აფხაზეთის ომს 2008 წლის ომს. ერთადერთი რამ იყო საერთო – ჩვენი ხალხის არნახული გმირობა. სხვა ყველაფერში 2008 წელი იყო სრულად საპირისპირო. განსხვავებით 90-იანებისგან, ამჯერად გვყავდა ნამდვილი ჯარი. რუსეთს მოუწია ნიღბის მოხსნა, მთელი თავისი შეიარაღებული ძალების მობილიზაცია და ღია აგრესიის განხორციელება, რითაც უზარმაზარი ზიანი მიაყენა საკუთარ რეპუტაციას. შემოვიდა, რა თქმა უნდა, მთელი საქართველოს დასაპყრობად, ჩემს მოსაკლავად, ქართული რეფორმების შესაჩერებლად, ქართული წარმატების ისტორიის, ერის ნამდვილი იმედების და ოცნებების დასასრულებლად, საქართველოს კურსის რადიკალურად შესაცვლელად. და ეს 2008 წლის 8 აგვისტოს კონდოლიზა რაისთან საუბარში პირდაპირ თქვა ლავროვმა: „ჩვენი მიზანია საქართველოს სრული განადგურება“. მაშინ საქართველო ვერც გაანადგურეს და ვერც დააჩმორეს, მათ ვერ შეძლეს ვერცერთი საკუთარი მიზნის განხორციელება. ქართული სახელმწიფო და მისი ხელისუფლება გადარჩნენ და ჩვენ სწორედ ომის შემდეგ დავადექით ევროპული განვითარების კურსს.სწორედ 2008 წლის ომის შემდეგ, ორიოდ წელიწადში გავხდით მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი. ამას ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენი ბრძოლა, პირველ რიგში, არის ბრძოლა სიმართლისათვის – მათ შორის ისტორიული სიმართლისათვის – სიცრუის დასამარცხებლად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, „სიმართლე არის ის, რომ 2008 წელს რუსეთი კატასტროფულად დამარცხდა“.„აბა, სხვა რა ჰქვია იმას, როცა ტრილიონჯერ უფრო დიდი ქვეყანა ესხმის პატარა მეზობელს, ძვრას ვერ უყოფს მის სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, პოლიტიკურ კურსს და ვერცერთ საკუთარ მიზანს ვერ ასრულებს. 2008 წელი არის სწორედ ჩვენი არ და ვერდაჩმორების ბრწყინვალე მაგალითი.რუსეთი მაშინ დამარცხდა, რადგან ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუციები იყო ძლიერი, ხალხი – ერთიანი და ჩვენ გვყავდა ბევრი ძლიერი მეგობარი, ვინაიდან საქართველო იყო თავისუფლების და დემოკრატიის შუქურა მთელი მსოფლიოსათვის. სწორედ ეს ვერ მოუნელებია პუტინს, სწორედ ამიტომ მახსენებენ მუდმივად მედვედევი და ლავროვი. სწორედ ამის გამო სრულიად უდანაშაულოდ უკვე მე-6 წელიწადია, ვარ ციხეში და ამ მუდმივ ცირკში, რომლის შემსრულებლადაც თქვენ გაქციეს. ხოლო „ქოცები“ – ჩმორების, ფლიდების, მოღალატეების რუსულ კოლონიურ ინკუბატორში სპეციალურად გამოყვანილი ჯიში – მუდმივად ატრიალებს 2008 წლის თემას, რათა გადაფაროს ის ტრაგედია, რაც ახლა რეალურად ხდება ჩვენს თავს, კერძოდ: 90-იანი წლების ჭაობში, ქაოსში, უპერსპექტივობაში საქართველოს ხელახლა ჩაძირვის მცდელობა.90-იანი წლები იყო დრო, როცა საქართველოში გამეფებული იყო კრიმინალი, ახალგაზრდების დიდი ნაწილი ჯაბა იოსელიანმა შესვა კრიმინალზე და ნარკოტიკებზე, ხალხს აყაჩაღებდნენ, როგორც ბანდები, ასევე, სამართალდამცავი ორგანოები. „ვარდების რევოლუციამ“ ამ ყველაფერს დაუსვა დიდი წერტილი. ორგანიზებული დანაშაული ნულზე დავიდა, ქუჩის კრიმინალი განეიტრალდა, საქართველოში გაჩნდა ახალი სამართალდამცავი სისტემა, რომელიც იცავდა ხალხს და იყო კორუფციისგან თავისუფალი. ივანიშვილმა, როგორც ჯაბამ, ახალგაზრდობა შესვა ისევ ნარკოტიკებზე, დაასაქმა მძარცველურ ქოლცენტრებში, პოლიციას და უშიშროებას დაავალა ამ ყველაფრის კონტროლი, წილების მასთან ატანა. ლილუაშვილმა როცა ეს წილი მოუტეხა, ის დაისაჯა. სულ არ არის შემთხვევითი, რომ შევარდნაძის დროის შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე, რომელმაც ჩამოაყალიბა 90-იანების მთავარი კრიმინალური სინდიკატი, ახლახან დაუნათესავდა ივანიშვილის ოჯახს.90-იანებში ხალხი მასობრივად გადიოდა საქართველოდან. ჩემი პრეზიდენტობის დროს უფრო მეტი ბრუნდებოდა, ვიდრე გადიოდა, რადგან გაჩნდა იმედი. ივანიშვილმა მოკლა ეს იმედი და ღიად მოუწოდა ქართველებს, დატოვონ ქვეყანა. ასევე აშენებს არაბულ ქალაქებს, სადაც ქართველები ცხვირს ვერ შეყოფენ, მომსახურე პერსონალიც კი ინდოეთიდან და ბანგლადეშიდან იქნება ჩამოყვანილი. მინდა, შევახსენო, ვისაც არ ახსოვს: თავის დროზე თბილისი არაბული ქალაქი იყო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში და დავით აღმაშენებელს 30 წელი დასჭირდა მის გასათავისუფლებლად და ქართველებისთვის დასაბრუნებლად. უფრო მეტიც, ჩვენი ორი ქალაქი – თბილისი და ბათუმი – სრულად ხელმიუწვდომელი ხდება ქართველებისთვის, რომელთაც ძველი კორპუსების ხედს უბნელებენ ახალი ცათამბჯენებით, სადაც ბინების ფასი 20 მილიონი დოლარია. ამ ქალაქებში პროდუქტები ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ ზუსტად სამჯერ გაძვირდა, მშრომელი ქართველები ვეღარ ირჩენენ თავს საკუთარი შრომით და იძულებული ხდებიან, სოფელში გადავიდნენ ან, რაც უფრო რეალისტურია, უცხოეთში გაიქცნენ, მათ ადგილს იკავებენ ბუმებით მტაცებელი რუსები თავიანთი ბიზნესებით და ცხოვრების წესით, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ ყველაფერი, რაც მოეწონებათ, მათი უნდა იყოს, ვერ იტანენ ვერავის მათგან განსხვავებულს. ამ ტერმინს ჰქვია ჯენტრიფიკაცია – ქალაქების გაწმენდა ძირძველი მოსახლეობისგან.90-იან წლებში აფხაზეთიდან იარაღის ძალით თუ გამოგვყარეს, ახლა გვყრიან ჩვენი ქვეყნიდან რუსული და არაბული ფულით, ივანიშვილების, ფხაკაძეების, გილაურების, ჩხარტიშვილების ფულით. რა უფლება აქვს ივანიშვილს, გაგვაგდოს ქვეყნიდან? რა უფლება აქვთ რუსებს და არაბებს, გაგვყარონ მაშინ, როცა ქართველებს არ აქვთ არცერთი სხვა ქვეყანა, საქართველოს გარდა. ნუთუ, აჭარა იმიტომ გამოვგლიჯეთ 90-იანი წლების პრორუს სეპარატისტ-ფეოდალ ასლან აბაშიძეს და რუსულ ჯარსა და რაზმებს ხელიდან, იმიტომ განვავითარეთ ასე სწრაფად, რომ ივანიშვილმა მიჰყიდოს არაბებს და რუსებს? რისთვის გავუხსენით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ამდენ ნიჭიერ ახალგაზრდას გზა, რომ ქვეყანას ისევ თავზე მოჯდომოდა ღარიბაშვილის და მდინარაძის მსგავსი ჭუჭყი? ჩემ დროს მთლიანად ამოვძირკვე ნარკოტიკები: სუბუტექსის ერთი ტაბლეტი 3 ათასი დოლარი ღირდა და არ იშოვებოდა. ივანიშვილმა ყველა ხის ქვეშ დაყარა ნაირ-ნაირი მკვლელი ნარკოტიკები და თან თითქმის უფასოდ. ჩვენ ავაყვავეთ განათლება, გავწმინდეთ ის წინა ათწლეულების კორუფციისგან და წავიყვანეთ ევროპისკენ. ივანიშვილმა დახურა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი, დახურა ილიაუნი და დააბრუნა აღებ-მიცემობა სკოლებში და ქაოსი უმაღლეს განათლებაში.ივანიშვილი ვერ შედგა ვერაფერში, მათ შორის ვერ შედგა, როგორც დიქტატორი, ვინაიდან ნამდვილი დიქტატურა გულისხმობს მკაცრ, ზოგჯერ სასტიკ წესრიგს და გამორიცხავს ქაოსს. ჭორვილელი ყოველდღიურად გენერირებს ქაოსს და მას დიქტატურა ადამიანების – კიდევ უფრო მეტი ადამიანების – ციხეში ჩაყრა ჰგონია და ამის იქით პრაქტიკულად ვერაფერს მართავს. უნდა პირდაპირ ვთქვა, რომ ჩვენ გარდავიქნებით შეუმდგარ ქვეყნად, რომელსაც თავზე მოასკუპდა შეუმდგარი დიქტატორი. ეს ყველაფერი ეფუძნება იმ ცნებას, რაც რუსებმა მოგვახვიეს თავს: რომ ქართველები დაბადებული ვართ კრიმინალისთვის, კორუფციისთვის, რუსების მომსახურებისა და გართობისთვის, და თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა მათთვის დაუშვებელი ფუფუნებაა, იმიტომ რომ ქართველები არიან ერთუჯრედიანი ჩმორები. მე კი გეუბნებით: ჩვენ არ ვართ ჩმორები. ჩვენ უნდა ხმამაღლა ვთქვათ: „ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები. ჩვენ ვართ დავით აღმაშენებლის, თამარის, გიორგი ბრწყინვალის, ერეკლეს, ილია ჭავჭავაძის, ქართული სოციალ-დემოკრატიის, ზვიად გამსახურდიას და ეროვნული მოძრაობის, „ვარდების რევოლუციის“ და სულ ახლახან გამართული მრავალრიცხოვანი გამოსვლების ერი. ჩვენ ვართ მე-17 საუკუნის ქართლ-კახეთის და გურიის მე-19-მე-20 საუკუნეების აჯანყებების, 100 წლის წინანდელი თბილისისა და ბათუმის მუშათა მოძრაობის, 1924 წლის აჯანყების და 1978 წლის 14 აპრილის, 9 აპრილის ერი. ამიტომაც არ და ვერ ვიქნებით ჩმორები, და თან ვისი – დასუსტებული იმპერიის და მისი კომიკური „სტავლენიკის“, ბორია ივანიშვილის ჩმორები? ნურას უკაცრავად. მე, მიხეილ სააკაშვილი გეუბნებოდით, რომ 90-იანი წლების უბედურების რესტავრაციას დავასრულებთ, უსაფრთხოება დაბრუნდება და ნარკოტიკები და კრიმინალი გაქრება ჩვენს ეზოებში, ქუჩებში, სკოლებში.კორუფცია სამუდამოდ ამოიშანთება ჩვენი ყოფიერებიდან და მენტალიტეტიდან. ამას ვამბობ ლიდერი, რომლის ე.წ. დამალული ქონება მთელ მსოფლიოში დაძებნეს და ერთი მოპარული თეთრი ვერ იპოვეს – რაც არ არსებობს, იმას როგორ იპოვიდნენ? ამას ვამბობ იდეალისტთა იმ დიდი ჯგუფის სახელით, რომელიც არასოდეს გაიყიდა. საქართველოში აღარ აშენდება 20-მილიონიანი ბინები, მაგრამ ყველა ქართულ ოჯახს ექნება ღირსეული ბინა და სამსახური. საქართველოში ჩამოვა ბევრი უცხოელი, მაგრამ ჩამოვა როგორც ტურისტი, როგორც სტუმარი – სტუმარი ღვთისაა – და არა როგორც აქაურობის ბატონ-პატრონი. დღევანდელი კლინიკების 100% აშენებულია ჩემ მიერ და ეს კლინიკები მოემსახურება ხალხს მთლიანად უფასოდ. ამ კლინიკების წუწკი მფლობელების ჯიბეში კი აღარ დაილექება მთელი შემოსავალი, არამედ გადანაწილდება ექიმებზე, ექთნებზე, სანიტრებზე. ჩვენს გლეხებს აღარ მოუწევთ ხელგაწვდილი დგომა და ისინი აღჭურვილი იქნებიან თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც მათ მოუტანს მაღალ შემოსავალს. და რაც მთავარია: ხელისუფლების შიში აღარასდროს უნდა განაპირობებდეს ჩვენს საქციელს და მოტივაციას – კანონისა და ადამიანობის დაცვა კი, ხელისუფლების შიში არა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მისი მთავარი სისუსტე, ისევე როგორც მთავარი სიძლიერე, არის სამშობლოს სიყვარული.„სწორედ ამ სიყვარულმა გადმომატარებინა ზღვა ზუსტად ხუთი წლის წინ სრულიად უიმედო სიტუაციაში, მაშინ, როცა ხალხი არ იყო ბოლომდე მზად. მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა. ახლა მსურს, ასი პროცენტით დაგიდასტუროთ, რომ საქართველო ასი პროცენტით არის მზად ცვლილებებისთვის, ისე როგორც არასდროს. ჩვენს გენეტიკურ კოდში არაა ჩმორობა, არამედ, ეს არის თავისუფლების სიყვარული, მონობასთან შეუგუებლობა. მე არავის მოვუწოდებ რეჟიმის დამხობისკენ. უბრალოდ გეუბნებით: რამდენი ადამიანიც არ უნდა ჩასვათ, ვინც დამხობისკენ მოუწოდებს, ეს არაფერს შეცვლის. ამას გეუბნებით, როგორც გარდაუვალ ფაქტს – ჭორვილური ორღობის დიქტატურა აუცილებლად დაემხობა და ეს ძალიან მალე მოხდება. ვერშემდგარ დიქტატორს იცავს ფინიების, ტურებისა და ჰიენების ამქარი. არადა, ჩვენი სახელი, რომლითაც მსოფლიო გვიცნობს, სპარსული „გორგისგან“ (მგლისგან) წარმოდგება – გეორგია, გორგასალი. „კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი“… მგლები დაიზარდნენ, მგლები ემზადებიან, რათა დაასრულონ ტურებისა და ჰიენების მმართველობა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.სიტყვით დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა სასამართლო დარბაზში საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

გიორგი გამსახურდია

პოლიტიკა • 1789675260

გიორგი გამსახურდია ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე: თავიანთ სიშლეგეს აბრალებენ „შეთქმულების თეორიებს“. ჩერგოს, რაღაც ნაწილში და „ვორდინგში“ ვეთანხმები მაგათზე, რასაც ამბობს. მიხეილ სააკაშვილმა თავისი ხარჭების დონეზე დაიყვანა პარტია

ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას გიორგი გამსახურდია ეხმაურება.როგორც მან გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რადიკალები ახლა შეთქმულების თეორიებში ეძებენ დამნაშავეს, რეალურად კი ამ მდგომარეობაში თავი თავადვე ჩაიგდეს.„თავიანთ სიშლეგეს აბრალებენ „შეთქმულების თეორიებს“. გვაბრალებენ ჩვენ, აბრალებენ ერთმანეთს, რომ ის გაიყიდა, ეს გამოიყიდა. მოდით დავაკვირდეთ, არ მინდა შეურაცხყოფაზე გადავიდე, საკმაოდ მაქვს მაგათთვის მიყენებული, მაგრამ ადამიანები თვითონ, რას წარმოადგენენ ერთად და ცალ-ცალკე აღებული. ჩვენ ახლა გვაქვს პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მის გარშემო პოლიტიკური გუნდი „ქართული ოცნება“, რომელიც წარმატებით უკვე მეორე ათწლეულია მართავს ქვეყანას და ბევრი დადებითი შეგვიძლია ვილაპარაკოთ ჩვენს პოლიტიკურ გუნდზე. ამათ სულ რეგრესი აქვთ ამ უბედურებს“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.ის, ასევე, გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ურთიერთ შეურაცხმყოფელ განცხადებებს.„ეგ ჩერგოს ძლიერი ხაზია და რაღაც ნაწილში და „ვორდინგში“ ვეთანხმები მაგათზე, რასაც ამბობს. ზოგი მეტ-ნაკლებად მიხვდა, რომ მათი გემი იძირება და 2016 წლიდან ნელ-ნელა მაგათგან გადინება. ბელადს ვინც უღალატებდა და პოლიტიკურ უფსკრულში არ ჩაჰყვებოდა და შეეცდებოდა თავისი არსებობის გახანგრძლივებას აპრიორი ის იყო მოღალატე. ტიპური სექტაა. ამათში არანაირი რაციონალური არ არის. მიკვირს ეს ხალხი 9 წელი ინსტიტუციებს, როგორ მართავდა“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა „თავისი ხარჭების დონეზე დაიყვანა პარტია“.„ამ კაცის ტვინი ამის იქით არ მიდის. საშინელ ექსპერიმენტებს ატარებს. ვიღაც ხალხი შემოჰყავს - უავტორიტეტო“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.

მთვარეზე

ისტორიები • 1789562280

როგორ გადაარჩინა სტუდენტის მამამ, მთვარეზე გასეირნების უნიკალური ჩანაწერები განადგურებას

ისტორიის მაძიებელთაგან ცოტა თუ ათვალიერებს ჩამოწერილი სახელმწიფო ქონების ლიკვიდირებულ ნივთებსა და აუქციონებს. როგორც წესი, იქ მომგებიანი გარიგების დასადებად მიდია, რაღაცის გადასაყიდად ან ნაწილებად დასაშლელად და არა ისეთი ნივთის საპოვნელად, რომელსაც მარადიული ღირებულება აღმოაჩნდება.გერი ჯორჯი ერთ-ერთი ასეთი ხშირი სტუმარი იყო. იგი ლამარის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტი გახლდათ, რომელიც 1970-იანი წლების შუა ხანებში, ჰიუსტონში NASA-ს ჯონსონის სახელობის კოსმოსურ ცენტრში სტაჟირებისას, პერიოდულად ათვალიერებდა ლიკვიდაციის აუქციონებს. ის, რაც მან 1976 წლის ივნისის ერთ დღეს წამოიღო, მოიცავდა ნივთს, რომლის მნიშვნელობაც მხოლოდ ათწლეულების შემდეგ გახდა ნათელი - წერს The Times of India.ჯორჯმა 217,77 დოლარი გადაიხადა კოსმოსური სააგენტოს კუთვნილი მაგნიტური ფირის დაახლოებით 1150 კოჭასგან (ბობინისგან) შემდგარ პარტიაში. ძირითადად ეს იყო სტანდარტული სამაუწყებლო ფირები, რომელთა მიყიდვასაც ადგილობრივი ტელესადგურებისთვის აპირებდა, ხოლო ეს უკანასკნელნი მათ წაშლიდნენ და ხელახლა გამოიყენებდნენ.თუმცა ყუთებს შორის იმალებოდა სამი კოჭა წარწერით, რომელიც მაშინ მისთვის ბევრს არაფერს ნიშნავდა: „ხომალდგარეშე საქმიანობა Apollo 11, 20 ივლისი, 1969 წელი“. იმის დასანახად, თუ რატომ აღმოჩნდა ეს სამი კოჭა ასე მნიშვნელოვანი, ღირს თვალი გადავავლოთ იმას, თუ როგორ მოხვდა მთვარეზე გასეირნების ორიგინალური კადრები მთელი მსოფლიოს ტელეეკრანებზე.რატომ იყო ორიგინალური კადრები ასე ცოტა?როდესაც Apollo 11-ის ასტრონავტებმა მთვარის ზედაპირზე ფეხი დადგეს, კამერები ვიდეოს რეალურ დროში გადასცემდნენ თვალთვალის სამ სადგურს, რომლებიც სიგნალს გარდაქმნიდნენ მთელ მსოფლიოში სამაუწყებლო ქსელებით გავრცელებისთვის.NASA-ს დოკუმენტაციაში განმარტებულია, რომ ტელევიზიის სიგნალი, რომელიც ჰიუსტონამდე აღწევდა, უკვე გარდაქმნილი იყო ასტრონავტების ნელ-სკანირებადი ფორმატიდან, რის გამოც ტრანსლირებული გამოსახულება მნიშვნელოვნად კარგავდა სიმკვეთრეს თვალთვალის სადგურებზე ხილულ დაუმუშავებელ სიგნალთან შედარებით.და სწორედ ეს ჰიუსტონის ჩანაწერი და არა ფართოდ ტირაჟირებული ტელეკოპია აღმოჩნდა შეფუთული ჯორჯის შენაძენთან ერთად. წლების განმავლობაში ჯორჯმა არ იცოდა, რას ფლობდა, და კასეტებს ცოტა დააკლდა დანარჩენი პარტიის ბედის გაზიარებამდე.ჯორჯის მამის ყურადღება მიიპყრო სამივე კოჭაზე არსებულმა წარწერამ და ჯორჯს უთხრა, ცალკე გადაედო ისინი, არ გაეყიდა და ტელესადგურისთვის მათზე ხელახლა ჩაწერის უფლება არ მიეცა. ჯორჯმა ისინი შეინახა, თუმცა ორმოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფირებზე თითქმის არ უფიქრია და არც კი ჩაურთავს.ფირებმა ახალი ყურადღება 2008 წლის დასაწყისში მიიპყრო, როდესაც ჯორჯმა შეიტყო, რომ NASA მისიის 40 წლისთავის წინ უშედეგოდ ეძებდა Apollo 11-ის ხომალდგარეშე საქმიანობის ორიგინალურ ჩანაწერებს. ჯორჯმა შენახული ფირები გამოიკვლია, გააციფრულა და გაირკვა, რომ ისინი შეიცავდნენ Apollo 11-ის მთვარეზე გასეირნების ტრანსლაციის იმ დროინდელ ჩანაწერს, გამოსახულების უჩვეულოდ მაღალი ხარისხით.ფირის მივიწყებული ყუთი ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად კოსმოსურ ნივთად იქცია.2019 წლის 20 ივლისს Sotheby's-მა ეს სამი კოჭა ნიუ-იორკის აუქციონზე გამოიტანა, თარიღი განზრახ იყო შერჩეული, რადგან ის აღნიშნავდა 50 წლისთავს მას შემდეგ, რაც არმსტრონგმა და ოლდრინმა მთვარის ზედაპირზე ფეხი დადგეს.ვაჭრობის სამი მონაწილე (ონლაინ და ტელეფონით) იბრძოდა ამ ლოტისთვის, რომელიც საბოლოოდ გაიყიდა თანხად, რომელიც რვაათასზე მეტჯერ აღემატებოდა იმას, რაც ჯორჯმა 1976 წელს მთლიან 1150-კოჭიან პარტიაში გადაიხადა. Sotheby's-ის უფრო გვიანდელმა პრესრელიზმა აცნობა საზოგადოებას, რომ ჩანაწერებმა წინა აუქციონზე 1,82 მილიონი დოლარი მოიტანა, რამაც ის კოსმოსური კვლევებისადმი მიძღვნილი იმ წლის გაყიდვების მთავარ გარიგებად აქცია.ეს ისტორია იშვიათი შეხსენებაა იმისა, თუ როგორ შეიძლება ყველაზე  ინსტიტუციურმა არქივებმაც კი, როგორიც NASA-ს არქივია, დაკარგონ მასალის კვალი, რომელიც შემდგომში შეუცვლელი აღმოჩნდება.მიუხედავად ამისა, ჯორჯის ფირების გადარჩენამ შემოინახა Apollo 11-ის მთვარეზე გასეირნების იშვიათი იმ დროინდელი ჩანაწერი, რომელიც იძლევა ტრანსლაციის ბევრად უფრო მკაფიო წარმოდგენას, ვიდრე ის დეგრადირებული ტელეკოპიები, რომლებიც მაყურებელმა 1969 წელს იხილა.

ჰუანგი

რჩევები • 1788630907

რატომ ნანობს მილიარდერი მშობლებისთვის ნაჩუქარ ავტომობილს - ყველაზე ძვირად ღირებული შეცდომის ისტორია

როდესაც ადამიანი ბიზნესში ან კარიერაში წარმატებას აღწევს, ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო შესაძლებლობად მშობლებისადმი მადლიერების გადახდა და მათთვის რაღაც მართლაც ძვირფასის ჩუქება ხდება. არადა, პროფესიული გამარჯვებების უკან ხშირად ყველაზე ახლობელი ადამიანების მხრიდან წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერა, ზრუნვა და რწმენა დგას. თუმცა, ხანდახან ასეთი საჩუქრებიც კი დროთა განმავლობაში იმედგაცრუების მიზეზი ხდება.როგორც გამოცემა Tom’s Hardware წერს, ახლახან Nvidia-ს გენერალურმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა აღიარა, რომ მისი ერთ-ერთი უდიდესი ფინანსური შეცდომა 1999 წელს მოხდა, როდესაც მისი კომპანია აქციების ღია ბაზარზე პირველად გამოვიდა. მაშინ მეწარმემ აქციების პორტფელის ნაწილი გაყიდა, რათა მშობლებისთვის ძვირად ღირებული Mercedes-Benz S-Class-ი ეყიდა.ჰუანგმა გაიხსენა, რომ იმ მომენტისთვის მისი კომპანია Nvidia 300 მილიონ დოლარად ფასდებოდა. აშკარაა, რომ მაშინ ეს მას წარმოუდგენელ წარმატებად ეჩვენებოდა. „მინდოდა მშობლებისთვის რაღაც კარგი მეყიდა, ამიტომ გავყიდე Nvidia-ს აქციები და მათ Mercedes S-Class-ი ვუყიდე. ეს მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული მანქანაა.“, - განაცხადა ჰუანგმა.ბიზნესმენის სიტყვები შესაძლოა გაუგებარი აღმოჩნდეს საფონდო ბაზრისგან შორს მდგომი ადამიანებისთვის, თუმცა მათ, ვინც „თემაშია“, ძალიან კარგად ესმით, რაზეა საუბარი.როგორც გამოცემა აღნიშნავს, 1999 წელს Mercedes S-Class-ის ყველაზე ძვირად ღირებული ვერსიები დაახლოებით 135 ათასი დოლარი ღირდა. თუ გამოვალთ იქიდან, რომ ჰუანგმა ეს შენაძენი სრულად დააფინანსა აქციების ხარჯზე, მას, აშკარაა, 11 250 ცალი აქციის გაყიდვა მოუხდა, თითო 12 დოლარად. სწორედ ამაში იმალება მიზეზი, რის გამოც თავად ჰუანგიც და მისი მშობლებიც ნანობენ მანქანის ყიდვას.საქმე იმაშია, რომ 1999 წლის შემდეგ Nvidia-მ რამდენიმე ე.წ. „სპლიტი“ განახორციელა (როდესაც ერთი აქცია ფაქტობრივად რამდენიმე ახალ აქციად იყოფა), ხოლო თავად აქციები ფასში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამიტომ, ჰუანგის თავდაპირველი 11 ათასი აქცია, რომლებიც მეოთხედი საუკუნის წინ დაახლოებით 135 ათას დოლარად გაიყიდა, დღესდღეობით დაახლოებით 5,4 მილიონ აქციად გადაიქცეოდა, თითო 230 დოლარის ღირებულებით, რაც ჯამში 1,2 მილიარდ დოლარზე მეტია.ამგვარად, მშობლებისთვის ნაყიდი 1999 წლის „მერსედესი“ ჰუანგს ხელიდან გაშვებული მოგების სახით მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდა. მართალია, „მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილის“ ყიდვაც კი შედარებით მცირე დანაკარგია Nvidia-ს გენერალური დირექტორისთვის. რადგან დღეს ჯენსენ ჰუანგის პირადი ქონება დაახლოებით 200 მილიარდ დოლარად ფასდება, რის წყალობითაც ის პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანთა ათეულში შედის.საინტერესოა, რომ თვითონ ავტომობილი ჰუანგის მშობლებს დღემდე არ გაუყიდიათ.

ცნობილი ფილმის რეალური ისტორია

ისტორიები • 1787934019

როგორ გახდა მილიონერი უსახლკარო კაცი - ცნობილი ფილმის რეალური ისტორია

კრის გარდნერის ისტორია გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი ამბავი ბრძოლისა და გარდასახვის შესახებ. მისი გზა უსახლკარობიდან მილიონერობამდე ნამდვილად წარმოუდგენელი გამძლეობისა და შინაგანი ძალის თვალნათელი დასტურია.კრის გარდნერი დაიბადა 1954 წელს მილუოკში, ვისკონსინის შტატში. ბიჭს საკმაოდ მძიმე ბავშვობა ჰქონდა — სიღარიბეში იზრდებოდა და მამინაცვალი სისტემატურად ძალადობდა მასზე. მას შემდეგ, რაც სხვადასხვა თავშესაფარი და სახლი გამოიცვალა, საბოლოოდ, საზღვაო ძალებს შეუერთდა, თუმცა ახალი ცხოვრებაც გამოწვევებით იყო სავსე. 1980-იანი წლების დასაწყისში გარდნერი ქუჩაში დარჩა თავის მცირეწლოვან შვილთან, კრისტოფერ უმცროსთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა კოლეჯის განათლება და გარკვეული გამოცდილებაც სამედიცინო აღჭურვილობის გაყიდვაში, გარდნერს სტაბილური სამუშაოსთვის უშედეგო ბრძოლა უწევდა. ის ღამეებს ატარებდა თავშესაფრებსა და მეტროს სადგურებში; ცდილობდა, შეესრულებინა მამის როლი და შვილის მომავლისთვის ებრძოლა.ყველაფერი შეიცვალა, როდესაც გარდნერი საფონდო საბროკერო ფირმა Dean Witter Reynolds-ში სტაჟირების შესახებ ინფორმაციას წააწყდა. მართალია, გარდნერს არ ჰქონდა გამოცდილება ფინანსებში, მაგრამ ის მზად იყო, გაეკეთებინა ყველაფერი, რაც საჭირო იყო საკუთარი თავის წარმოსაჩენად. ახალგაზრდა მამაკაცის თავდადებამ შედეგი გამოიღო.უსახლკაროთა თავშესაფარში ცხოვრების მიუხედავად, გარდნერის შრომისმოყვარეობამ და ფინანსებისადმი გატაცებამ განაპირობა ის, რომ მან ფირმაში სრულგანაკვეთიანი სამუშაო მიიღო. თუმცა, ადვილი არც ამ გზაზე სიარული გამოდგა. ის მუდმივად იდგა გამოწვევების წინაშე, მათ შორის, შვილზე ზრუნვასთან დაკავშირებული საკითხებისა და თავისუფალ დროს სალიცენზიო გამოცდებისთვის მომზადების სახით.საბოლოოდ, გარდნერმა ფინანსურ სამყაროში საკუთარი ნიშა შექმნა. წლების განმავლობაში დაუღალავი მუშაობის შემდეგ, 1987 წელს მან დააარსა საკუთარი საბროკერო ფირმა Gardner Rich & Co. მისი კომპანია ზრდას განაგრძობდა და 2006 წელს გაიყიდა კიდეც 70 მილიონ დოლარად.დღეს კრის გარდნერი არა მხოლოდ მილიონერი ბიზნესმენია, არამედ ფილანტროპი, წიგნების ავტორი და მოტივაციური სპიკერიც. მისი მემუარები — „ბედნიერების კვლადაკვალ“ — უილ სმიტის მონაწილეობით, წარმატებულ ფილმადაც იქცა.კრის გარდნერის მიერ განვლილი გზა ყველას გვახსენებს, რომ რაც არ უნდა რთული იყოს გარემოებები, ჩვენ შეგვიძლია,დავძლიოთ ისინი. ეს არის ისტორია იმედზე, რომელიც გვაჩვენებს, რომ შრომისმოყვარეობითა და შეუპოვრობით, ყველაზე მძიმე სიტუაციიდანაც არსებობს გამოსავალი.

სასამართლო

მსოფლიო • 1787770020

რუსეთში, ექიმები ბავშვების ჩინეთში გაყიდვისთვის გაასამართლეს

ვლადივოსტოკის სასამართლომ კერძო კლინიკის ექვსი თანამშრომელი ბავშვებით ვაჭრობაში დამნაშავედ ცნო, იუწყება REN TV.ბრალდებულებს ბრალი წაუყენეს ადამიანების ყიდვა-გაყიდვასა და საზღვრის უკანონო გადაკვეთაში. თითოეულ მსჯავრდადებულს რვა-ნახევრიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სქემის ორგანიზატორი ამჟამად დევნილია და მასზე ძებნაა გამოცხადებული.სასამართლო პროცესი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, რადგან მასალები 13 ბავშვის მონაცემებს შეიცავდა. გამომძიებლების თქმით, ეს არის იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც უცხოელებზე მხოლოდ ქსელის ვლადივოსტოკის ფილიალის მეშვეობით გაიყიდა.თავად კომპანიას ოფისები სხვადასხვა ქალაქში აქვს, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში. საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, მოსკოვის ოფისები დღემდე ფუნქციონირებს. პრიმორსკის ფილიალი ერთ-ერთ ყველაზე მოგებიანად ითვლებოდა.მთავარი კლიენტები ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ, სადაც სუროგაცია უკანონოა. ისინი მზად იყვნენ დიდი თანხები გადაეხადათ შვილის გაჩენის შანსისთვის. სამართალდამცავი ორგანოების შეფასებით, უკანონო ოპერაციას ორი წლის განმავლობაში 53 მილიონ რუბლზე მეტი შემოსავალი მოჰქონდა. პროკურატურის მტკიცებით, ექიმებმა კლიენტებად სუროგატი დედები შეარჩიეს. მშობიარობის შემდეგ, ქალებმა ახალშობილებზე უარის თქმის დოკუმენტებს მოაწერეს ხელი, რაც ბიოლოგიური მამებისთვის დოკუმენტების სწრაფად დამუშავების და ბავშვების საზღვარგარეთ გადაყვანის საშუალებას იძლეოდა. სქემა პანდემიის დროს ჩაიშალა, როდესაც საზღვრების დაკეტვის გამო უცხოელებს ბავშვების წაყვანა არ შეეძლოთ.გამოძიება დაახლოებით ხუთი წელი გაგრძელდა. საბოლოოდ, რეპროდუქტოლოგები, გინეკოლოგები და სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელები ბრალდებულები აღმოჩნდნენ.

ბურთი, რომლითაც მარადონამ „ღმერთის ხელი“ გაიტანა, აუქციონზე გაიყიდა

სპორტი • 1787561120

ბურთი, რომლითაც მარადონამ „ღმერთის ხელი“ გაიტანა, აუქციონზე გაიყიდა

1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბურთი, რომლითაც დიეგო მარადონამ თავისი ცნობილი გოლი „ღმერთს ხელი“ გაიტანა, Heritage Auctions-ზე 2,5 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.მარადონამ, როგორც ცნობილია, ბურთი ხელით გადააგზავნა მეკარე პიტერ შილტონის კარში, რითაც არგენტინამ მეოთხედფინალში ინგლისი 2-1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გოლი გაიტანა „ცოტათი მარადონას თავით და ცოტათი ღვთის ხელით“. მოგვიანებით, იმავე მატჩში, მარადონამ გაიტანა გოლი, რომელიც ცნობილი გახდა როგორც „საუკუნის გოლი“.ტუნისელმა ალი ბინ ნასერმა, რომელიც 1986 წლის მატჩს მსაჯობდა, Adidas Azteca-ს ბურთი მატჩის დასრულებისთანავე აიღო და სამ ათწლეულზე მეტხანს ინახავდა.2023 წელს მან ხელი მოაწერა წერილს იმის დასადასტურებლად, რომ ეს იყო ერთადერთი ბურთი, რომელიც მატჩის დროს გამოიყენეს, რაც დამატებითი დამოუკიდებელი ექსპერტიზითაც დადასტურდა.ბინ ნასერმა ბურთი 2022 წელს 2,37 მილიონ დოლარად გაყიდა. მისმა ახალმა მფლობელმა ის ხელმეორედ აუქციონზე 2023 წელს გაიტანა, თუმცა მაშინ ბურთი ვერ გაიყიდა, რადგან შეთავაზებულმა ფასმა დადგენილ მინიმალურ ზღვარს ვერ მიაღწია.

კანიე

მსოფლიო • 1787164667

სანქტ-პეტერბურგის ყველაზე ძვირად ღირებული სასტუმრო კანიე უესტის ჩამოსვლის გამო დაიხურა

სანქტ-პეტერბურგში მდებარე Four Seasons-ის სასტუმრო კანიე უესტის ჩამოსვლის დროს სრულად დაიხურა. 8-დან 12 ოქტომბრამდე არც ერთი ნომერი არ არის ხელმისაწვდომი დასაჯავშნად - ეკონომ კლასის ან ლუქსების ჩათვლით, რომელთა ღირებულება ღამეში 600,000 რუბლს (დაახლოებით 18 600 ლარი) შეადგენს, SHOT-მა აღმოაჩინა.სასტუმროს მენეჯმენტმა დაადასტურა, რომ ამ თარიღებისთვის ყველა ნომერი დაკეტილია, თუმცა 7 ოქტომბრამდე და 13 ოქტომბრის შემდეგ ნომრები კვლავ არის ხელმისაწვდომი. ვესტი სანქტ-პეტერბურგში 8 ნოემბერს ჩავა, კონცერტები კი 10 და 11 ოქტომბერს არის დაგეგმილი. შესაძლებელია, რომ რეპერმა მთელი სასტუმრო დახუროს.ყველაზე ძვირად ღირებული ნომრები, საიდანაც წმინდა ისააკის ტაძრისა და ადმირალიტეტის ხედი იშლება, სასადილო ოთახითა და მარმარილოს აბაზანით, 613,000 რუბლამდე ღირს. კონცერტის ბილეთებიც რამდენიმე საათში გაიყიდა. ახლა გადამყიდველები მათ 4-5-ჯერ მეტ ფასად ყიდიან.

მზე დაბნელდა

მსოფლიო • 1786603785

ევროპაში XXI საუკუნეში პირველად, მზე სრულად დაბნელდა

12 აგვისტოს საღამოს დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მზის სრული დაბნელება მოხდა. მთვარის მიერ სრულად დაფარული მზის ხილვა შესაძლებელი იყო გრენლანდიაში, ისლანდიაში, პორტუგალიასა და ესპანეთში, ხოლო დასავლეთ ევროპის უდიდეს ქალაქებში მთვარემ მზის დისკი 85-95%-ით დაფარა.კონტინენტური ევროპისთვის მზის სრული დაბნელება 1999 წლის შემდეგ პირველი აღმოჩნდა, რის გამოც მოვლენამ უდიდესი აჟიოტაჟი გამოიწვია - რეგიონის უმსხვილეს ქალაქების მაღაზიებში სპეციალური სათვალეები და ბინოკლები მოვლენამდე მრავალი დღით ადრე სრულიად გაიყიდა.მომდევნო დაბნელება უკვე ერთ წელიწადში - 2027 წლის 2 აგვისტოს მოხდება. მისი სრული ფაზის ხილვა უშუალოდ ესპანეთის უკიდურეს სამხრეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში იქნება შესაძლებელი.

პელეს მაისური

სპორტი • 1784314447

პელეს მაისური აუქციონზე 4,3 მილიონ ევროდ გაიყიდა

პელეს მაისური ნიუ-იორკში, Sotheby's აუქციონზე 4,3 მილიონ ევროდ გაიყიდა. ბრაზილიის ნაკრების სწორედ ამ ლურჯი, მე-10 ნომრიანი მაისურით მოუტანა 17 წლის პელემ, 1958 წლის სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე, თავის სამშობლოს ისტორიაში პირველი გამარჯვება მსოფლიო პირველობაზე.ეს აუქციონებზე გაყიდული სიძვირით მეორე სპორტული მაისურია. პირველ ადგილს არგენტინის ნაკრების მაისური იკავებს, რომელიც დიეგო მარადონას 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ეცვა, როდესაც ინგლისელებს გოლი „ღმერთის ხელით“ გაუტანა.ლონდონში, Sotheby's-ის აუქციონზე, 2022 წლის მაისში მასში 8,1 მილიონ ევროზე ოდნავ მეტი გადაიხადეს.

Sotheby’s აუქციონზე ტირანოზავრის ჩონჩხი გაიყიდება

ტაბლოიდი • 1784122320

Sotheby's-ის აუქციონზე ტირანოზავრის ჩონჩხი რეკორდულ ფასად გაიყიდა

ტირანოზავრ „გასის“ ჩონჩხი Sotheby's-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად - 50,1 მილიონ დოლარად გაიყიდა და აუქციონების ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ასეთი ლოტი გახდა.ნამარხის სიგრძე დაახლოებით 12 მეტრს შეადგენს. ის დღემდე აღმოჩენილ ტირანოზავრ რექსებს შორის ყველაზე დიდი და სრული ჩონჩხია. გასს შენარჩუნებული აქვს თავის ქალა და ძვლების დაახლოებით 82%, მათ შორის 6 კბილი.მეტსახელი „გასი“ მას იმ რანჩოს მფლობელის (გას ლიკის ​) პატივსაცემად დაარქვეს, სადაც ჩონჩხი იპოვეს. გათხრები 2021-დან 2023 წლამდე სამხრეთ დაკოტაში მიმდინარეობდა.

ირაკლი რუხაძე

პოლიტიკა • 1784013725

ირაკლი რუხაძე: ლონდონში მოგვივიდა ჩანაწერები, ბერეზოვსკი როგორ მოვიდა ბადრის საფლავზე თბილისში, გივი თარგამაძესთან ერთად

"ლონდონში მოგვივიდა ჩანაწერები, ბერეზოვსკი როგორ მოვიდა ბადრის საფლავზე თბილისში, გივი თარგამაძესთან ერთად, რაც ნიშნავს, რომ ბერეზოვსკი რაღაცებზე მოელაპარაკა [სააკაშვილს] და მერე როგორც გავიგეთ, აქ იყო საუბარი ტელევიზიების გახსნაზე, რუსეთს უნდა ემაუწყებლა და მაუწყებლობდა, რასაც მოჰყვა ბევრი ცნობილი რუსი ჟურნალისტის აქ გაჩენა და ა.შ." - ამის შესახებ ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ, პოდკასტში "საქართველოს დაბადება" ისაუბრა.რუხაძემ გაიხსენა ვარდების რევოლუციის დროს განვითარებული მოვლენები, რაც შეეხებოდა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყიდვას, კერძოდ, მისი თქმით, ეროსი კიწმარიშვილთან გარიგება მას შემდეგ აღარ მოხდა, რაც ქვეყნის სათავეში მიხეილ სააკაშვილი მოვიდა.ირაკლი რუხაძის თქმით, ბადრი პატარკაციშვილმა ნულიდან შექმნა "იმედი", იმიტომ, რომ ვერ იყიდა "რუსთავი 2"."ბადრი პატარკაციშვილი აფინანსებდა სააკაშვილს. ორივე მხარეს აფინანსებდა - მგონი, ბადრისთვის იდეალური ვარიანტი იყო, რომ დარჩენილიყო ვაჟა ლორთქიფანიძე, რომელიც იხილებოდა შევარდნაძის მემკვიდრედ, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, ასევე, აფინანსებდა ამათ, სააკაშვილს. ადამიანი, რომელმაც ეს მომიყვა, თქვა, რომ მიტინგების ბოლოს ჩემს სახელს იძახდა სააკაშვილი, "ესა და ეს კაცი ამოვიდეს მიკროფონთან" - იმიტომ, რომ ფულზე იყო საუბარიო. მე ძალიან მეამაყება, რომ "მაესტროს" ვაფინანსებდი. მე სააკაშვილს სულ ვებრძოდი, მაგრამ, პირადი ინტერესების და ბადრის ოჯახის ინტერესების გამო. სადაც მაქვს წვლილი არის ის, რომ ვაფინანსებდი "მაესტროს" და მგონია, რომ მან დიდი როლი შეასრულა როცა ციხის კადრების ჩვენება იყო.ჩემზე ბევრად უფრო დიდი წვლილი აქვთ "უცნობს", "გრეჩიხას" [ლევან გაჩეჩილაძე] და ბევრ სხვა ხალხს და რაღაც დონემდე ეროსი კიწმარიშვილსაც. ეროსის მე ძალიან ახლოს ვიცნობდი, ბადრი ყიდულობდა "რუსთავი 2"-ს ეროსისგან, გადახდილი იყო საკმაოდ დიდი თანხა, როგორც "ბე", რომელიც დაიკარგა, იმიტომ, რომ "გამარჯვებული ხალხის ტელევიზია" აღარ გაიყიდა, რადგან ამასობაში მოხდა ვარდების რევოლუცია. ეროსი, როგორც ტელევიზიის მფლობელი, რომელიც წარმოუდგენლად ძლიერი ფიგურა იყო იმ მოკლე დროის განმავლობაში საქართველოში და ერთ-ერთი პირველი, სადაც ბადრიმ დაინახა, რომ მე რაღაცის გაკეთება შემეძლო, იყო ის, რომ ეროსი მოვატრიალე, დავსვი ბადრისთან მოლაპარაკებაზე, ის ფული არ დაბრუნდა, მაგრამ ბადრიმ თქვა, რომ არ მჭირდება, არ დამიბრუნო. უკვე სააკაშვილი იყო ძალაუფლებაში, ეროსის აღარ უნდოდა გაყიდვა. შეიძლება ეროსის უთხრეს, შენ ხომ არ აფრენ, რა ტელევიზია უნდა მისცე ბადრისო, მე ხომ ეს არ ვიცი. ეს მოლაპარაკება ჩაიშალა და მერე გაჩნდა "იმედი." ანუ, ბადრიმ "იმედი" დაიწო ნულიდან, იმიტომ, რომ ვერ იყიდა "რუსთავი 2", - განაცხადა რუხაძემ.

✕