სააკაშვილი

პოლიტიკა 1765301707

„ქართველმა ხალხმა რადგან ჯერ ვერ მოიცალა, რომ ჩემთვის ციხის კარი გაეღო, გადავწყვიტე, თვითონ გაგიღოთ კარები და შიგნით შემოგიპატიჟოთ...“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ პირობებზე წერს.„წერილი რუსთავის კალათბურთის ციხის ლიგიდან, მინდა, ცოტა გაგახალისოთ.რადგან ქართველმა ხალხმა ჯერ ვერ მოიცალა, რომ ჩემთვის ციხის კარი გაეღო, გადავწყვიტე, მე თვითონ გაგიღოთ ეს კარები და შიგნით შემოგიპატიჟოთ.მოკლედ, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესება – ქართული პოლიტელიტის და ინტელექტუალების ამჟამინდელი კლუბი – welcome!ყვარყვარეს ციხე ძალიან გადატენილია, მე შემიძლია, სამი წლის წინანდელ მდგომარეობას შევადარო. დერეფნებში მუდმივი ტრაფიკია. სახე-აჭარხლებული ბადრაგების რაციიდან მუდმივად ისმის ხმა – ამასთან ადვოკატი მოვიდა, ის სასეირნოდ ჩაიყვანეთ, სხვა დააყოვნეთ და ა.შ.რადგან ბადრაგს შევეხე, აქ ისინი იყოფიან ორ ძირითად კატეგორიად თვალების მიხედვით – შუშისთვალებიანებად და თანამგრძნობ-თვალიანებად. დაახლოებით შუაზე არიან გაყოფილები. ამ ორივე კატეგორიას და ციხის უფროსს შორის არის რეჟიმის 2 უფროსი – 1 ბოროტი და 1 უფრო ადამიანური. ბოროტმა თავი ჯერ კიდევ 3 წლის წინ გამაცნო, როცა ჩემს მოსანახულებლად მოსული ბუბა კიკაბიძე ჩემ თვალწინ ცუდად გახდა, ხოლო ამ ტიპმა ცოცხალი თავით ექიმი არ შემოუშვა. შედარებით ადამიანური სამ დღეში ერთხელ გვეცხადება და წვრილმან საკითხებს გვიგვარებს.როგორც უკვე აღვნიშნე, თითქმის ყველა ვართ აქ ის ხალხი, ვინც ივანიშვილის პარლამენტში არ შევიდა და აქაოდა არ გეგონოთ, არ შეხვედით და თავისუფლად ივლითო, ჭორვილელმა აქ მოუყარა თავი, აქ არის თავისუფლების მოედანზე პერფორმანსის მომწყობი, მსოფლიოში სახელგანთქმული მომღერალი, რომელზეც სულ მახსენდება „აბა ყვავების ვინ დაიჭერს კარგო, გალიაში ბულბულები ზიან“ ის ჩემს ქვემოთ იმყოფება და როგორც ჩანს არ ემღერება.სამაგიეროდ, ყოველ საღამოს ქვემოდან მოგვესმის კატის ჭყავილი, რომლის ხმასაც ჩემი კიეველი ფისოს (მიშას) კნავილს ვამსგავსებ. ჩემგან ერთი საკნის იქით არის კაცი, რომელსაც დეკლარირებულად არ სურს ჩემთან 1 ჰექტარზე ყოფნა, მაგრამ არ უჯერებენ და ჩემგან 7 ნაბიჯში (საკუთარი ფეხით გადავზომე) ამყოფებენ.ჩემ გვერდით საკანში ერთ დროს მაფიასთან შეუპოვრად მებრძოლი პროკურორია, რომელიც ჩემ მიმართ სოლიდარობას იმით გამოხატავს, რომ როცა მე კარებზე კაკუნით ბადრაგს ვიძახებ, და ბადრაგი არ მოდის, ისიც იწყებს კაკუნს, მადლობა მურთაზ, მე ყოველთვის მესმის და ვაფასებ.როგორც სტალინი იჭერდა ძველ რევოლუციონერებს, აქაც ჯურღმულში იმყოფება ძველი რევოლუციონერი ჩე გივირა (თარგამაძე) რომელიც თავის დროზე შიშის ზარს სცემდა შუა აზიის დიქტატორებს და ლუკაშენკოს. ახლა კი ჩემი არ იყოს ოპუსებს წერს ციხიდან.რაც შეეხება რუტინას, დღეში ერთხელ ადვოკატს ვხვდები და როცა ზოგჯერ ვერ მოდის, თავს იმ ბალღივით ვგრძნობ, საბავშვო ბაღში რომ არ მიაკითხეს. გარდა ამისა ყოველდღე ვმონაწილეობ კალათბურთის საერთაშორისო ტურნირში. ტურნირი ტარდება სეირნობისთვის გამოყოფილ ვოლიერში, დაახლოებით 30 კვადრატულ მეტრში, სადაც ზემოდან ჯერ გისოსებია და შემდეგ ცა.თავის დროზე „ნორჩ დინამოელში“ ვთამაშობდი, სადაც ლევან ინწკირველი მწვრთნიდა, შემდეგ კიევის უნივერსიტეტის გუნდში ბევრ აფრიკელ სტუდენტთან ერთად. ჰოდა ახლა დავუბრუნდი სიყრმეს და მე საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რეგულარულად ვეთამაშები და ვამარცხებ აი იმ უკრაინის მოქალაქეს, ზელენსკის რეფორმათა თავმჯდომარედ რომ მუშაობს, ყოველდღე ორ ნახევარ საათიან ტაიმს ვთამაშობთ. ერთი კია, რომ ადმინისტრაცია უარს მეუბნება მედლის გადმოცემაზე, იმ მოტივით რომ ბურთი სტანდარტებს არ შეესაბამება და ვოლიერში ფარი არ ჰკიდია, თანაც ამტკიცებენ რომ ზელენსკის წარმომადგენელს კი არა, საკუთარ თავს ვეთამაშები (ნუ შეიძლება არ ცდებოდნენ) ამიტომ ვაპირებ კალათბურთის ფედერაციის გვერდის ავლით, პირდაპირ FIBA-ში ჩივილს, რომ თუ ჩემს სხვა დამსახურებებს არ აღიარებთ, სპორტული მიღწევები მაინც დააფიქსირეთ თქვე უღმერთოებო თქვენა!ვოლიერში არის კიდევ ერთი ბედნიერება, მე-4 წლის მზის უნახავმა, როგორც იქნა დავინახე მზე. ნუ მთლად ასე ადვილად არა, მზე ვოლიერს ისე უდგება, რომ უნდა ძალიან გაიჭიმო ფეხისწვერებზე, რომ შუბლზე და თვალებზე მოგანათოს და კიდევ თუ იხტუნავებ, მთელს სახეზე იგრძნობ. მოკლედ მზეთუნახავიდან გარდავიქმენი – მზეზე მხტომარე არსებად.ტურნირიდან სართულზე ამოსვლისას უკვე გვარამიას საკნის მიმდებარე ტერიტორიაზე (დერეფნის დასაწყისში) დერეფნის ბოლოდან, სადაც ჩემი საკანია, ცხვირში მხვდება შემწვარი თევზისა და ხახვის მძაფრი სუნი, დაახლოებით ისეთი ნიუ-იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლის დროს საერთო საცხოვრებელში რომ გამოდიოდა, ჩინელი სტუდენტების ოთახებიდან.საქმე იმაშია, რომ ციხის საკვებზე თავიდანვე უარი ვთქვი. ერთადერთხელ გამოვართვი პური, რომელსაც დმანისის სამარხებში ნაპოვნის გემო ჰქონდა და ვუკვეთავ საკვებს ციხის მაღაზიიდან. ოღონდ ეს მაღაზია თქვენ რამე რესტორანი არ გეგონოთ, თუმცა რესტორანზე ბევრად ძვირია. შეკვეთის მიღებას 3-4 დღე უნდა და თან არ გქონდეთ ილუზია, რომ რასაც შეუკვეთავ იმას მოგიტანენ.მე მაგალითად, წინა კვირას შევუკვეთე ქათამი და ამათ მომიტანეს სკუმბრია. მერე ხაჭაპური და ამათ მოიტანეს მყრალი გაყინული სტავრიდა. მერე ამ ყველაფერს ხო მომზადება ხომ უნდა – ხოდა შევიძინე თურქული ელექტრო ტაფა (რა თქმა უნდა, უხარისხო და ატკატით ნაყიდი – 150 ლარი ღირდა). უკვე მესამე ტაფა შევისყიდე, ვინაიდან ამ ტაფის ჩართვა უფრო საფრთხიანია, ვიდრე პარაშუტით გადმოხტომა. წინა ორი ტაფა ამიფეთქდა, ისე რომ შნურიდან ცეცხლი გამოვიდა, ხოლო სახურავი ორჯერ შემეყარა სახეში წვრილ ნამსხვრევებად.ხოდა ვარ ასეთ გაწამაწიაში, მთელი კედლები წინა ტაფების ნარჩენებში და შხეფებშია. მერე ამ ყველაფერს გარეხვა უნდა და მე ჩემი გამოუცდელობით, მთელი ორი კვირა ჭურჭელს ტუალეტის სარეცხი დომესტოსით ვრეცხავდი, ხოლო ტუალეტს ჭურჭლის სითხით. ტუალეტი რა თქმა უნდა თურქულია, ხოლო თუ მუხლებზე პრობლემა გაქვთ, მისით სარგებლობა ყოველ ჯერზე ოლიმპიურ ასპარეზობას ემსგავსება.ნუ ხომ კიდევ ბადრაგის ოთახში რამდენჯერმე ის კაცი მომხვდა თვალში, თვალებმოჭუტული, რომელიც სწორედ ისაა ვინც სამი წლის წინ ამ ციხეში საკვები შემომიტანა, რომლის გასინჯვის შემდეგ ერთი წელი სიკვდილთან ძალიან ახლოს ვიმყოფებოდი და დღემდე ვერ ვგრძნობ კიდურებს და უამრავი სხვა დატოვებული სიმპტომი მაქვს. ხოდა დაახლოებით შორიახლოს ჩასაფრებულ ნიანგს ჰგავს ეს სიტუაცია. სხვათა შორის ბადრაგების ოთახში მუდმივად აქვთ ჩართული ოპოზიციური არხები, ხოლო კვირის ბოლოს მთელი ხმით აღრიალებენ „ნოდარ მელაძის შაბათს“.იმ დღეს სოფო მოვიდა ყოველთვიურ ვიზიტზე (ფანჯრის აქეთ-იქიდან ვსაუბრობთ ტელეფონით, რომელიც სულ წივის) და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცხებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა, გრძელი დერეფნებით, რომლებიც გეგონება არ მთავრდება, გასაღებების და რკინის კარების ჩხაკუნით, ნახევრად ბნელი, მოქუფრული სივრცეებით, მოღუშული თანმხლები ბადრაგით. სოფოს ასევე უცებ გაახსენდა მრავალი წლის წინ „ვერის უბნის მელოდიებში“ თამაში, როცა მას, როგორც მრეცხავ ვარდოს , ციხეში სვამენ შეშის მოპარვისთვის.ეს ყველაფერი ნახევრად ხუმრობით და ისე ამ ღირსეული ადამიანების ყოველი შემდეგი დღე ციხეში დიდი დანაშაულია მათი გამომკეტავების. ეს ხალხი ახლა საოპერო სცენებს უნდა იპყრობდეს, ახალ იუსტიციის სახლებს იგონებდეს, ახალ მედიებს ქმნიდნენ, ნამდვილ პარლამენტში უნდა ისხდნენ – მოკლედ ქვეყანას, რომელთაც ესენი ძალიან სჭირდებათ, უნდა ემსახურებოდნენ, ხოლო დანარჩენ პატიმრებს ბევრად უფრო ადამიანური მოპყრობა სჭირდებათ.დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი. 

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

ფინანსები 1761814579

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი: გლობალურ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავება არის გადახდების მომავლის ერთ-ერთი მთავარი გასაღები

„თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე გალდავამ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.პანელზე, სახელწოდებით „საგადახდო სისტემების დაკავშირება: როგორ ხსნის ურთიერთთავსებადობა ფულის მოძრაობის მომავალს“ განიხილეს საგადახდო ბარიერების მოხსნის შესაძლებლობები ღია, ურთიერთთავსებადი ინფრასტრუქტურის მეშვეობით. ასევე ისაუბრეს, თუ როგორ უზრუნველყოფენ ციფრული აქტივები ფულის შეუფერხებელ მოძრაობას პლატფორმებსა და საზღვრებს შორის და რა არის საჭირო გადახდების მომავლის ასაშენებლად.სებ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობდნენ იზვან ალი, Nexus Global Payments-ის მრჩეველი და მახბუბა მუხამადიევა, „ვიზას“ კრიპტო გადაწყვეტილებების ხელმძღვანელი.შეხვედრაზე ხაზი გაესვა საგადახდო სისტემების გაუმჯობესების აუცილებლობას და გლობალური ეკოსისტემის შექმნის საჭიროებას, სადაც მეტად იქნება ერთმანეთთან დაკავშირებული სხვადასხვა ქვეყნის მყისიერი საგადახდო სისტემები.როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოსთვის უნაღდო ანგარიშსწორების განვითარება მეტად მნიშვნელოვანია. მიმდინარეობს დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის(RTGS) განახლებისა და მყისიერი გადახდების სისტემების დანერგვის პროექტი. მისი შეფასებით, როგორც საერთაშორისო, ასევე რეგიონალური თანამშრომლობა ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია. „გლობალურ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავება არის გადახდების მომავლის ერთ-ერთი მთავარი გასაღები“, – აცხადებს ეკატერინე გალდავა.პანელურ დისკუას მოდერატორობას უწევდა პატ პატელი-GFTN-ის ფორუმების აღმასრულებელი დირექტორი.„თბილისის ფინანსური სამიტს“, რომელიც „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გაიმართა 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი და 1 000-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა.ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ბუბა

ტაბლოიდი 1759348539

„მილიარდერის ქალიშვილზე დაქორწინდა...“ - ვინ არის ბუბა ონიანის რჩეული

ქართველი „კანონიერი ქურდი“ ტარიელ ონიანის შვილი ბუბა ონიანი მილიარდერის ქალიშვილზე დაქორწინდა.მისი რჩეული მარია მაჰმუდოვია, ისკანდერ მაჰმუდოვის შვილი.რუსული მედია წერს, რომ ყველაზე მდიდარ რუს ოლიგარქებს შორის ისკანდერ მაჰმუდოვი 7.3 მილიარდი დოლარით 25-ე ადგილზეა.ნახეთ ფოტოები მდიდრული ქორწილიდან ⇓

gg

საზოგადოება 1754992384

„ჩემი ბედნიერება“ - რა კადრებს აქვეყნებს ლიკა შენგელიას შვილი ქეთი ჟღენტი

მოდელი ქეთი ჟღენტი, რომელიც ბიზნესმენ თოშა ქებურიას მეუღლეა ,,ინსტაგრამზე“ ახალ კადრებს აქვეყნებს: ქეთას და თოშას სამი შვილი ჰყავთ, წყვილმა 2017 წელს იქორწინა. ქეთის დედა, მოდელი ლიკა შენგელიაა. ის ოჯახზე საობრობს. ,,ვცდილობ ჯანსაღად ვიკვებო. დღეში 3-4-ჯერ მივირთმევ, ცილებს და ბოსტნეულს ვიღებ. ტკბილს ვერიდები. შვილიშვილების მიმართ განსხვავებული გრძნობა არ მაქვს - ყველა შვილივითაა. პირველი შვილიშვილი რომ შემეძინა,მაშინ ჩემი უმცროსი შვილი 1 წლის იყო. არასდროს მიფიქრია, რომ 5 შვილის დედა ვიქნებოდი. ახლახან მეოთხე შვილიშვილი შემეძინა." - ამბობს ლიკა შენგელია.ლიკა შენგელიას ქალიშვილი, ქეთი ასევე მრავალშვილიანი დედაა - ის მეუღლესთან, ბიზნესმენ თოშა ქებურიასთან ერთად სამ შვილს, ბუბას, კატერინასა და ლიანას ზრდის. ლიკა შენგელია აქტიური ცხოვრების წესით გამოირჩევა. ძალიან ხშირად მოგზაურობს საზღვარგარეთ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად.

ბოლნისში

რეგიონი 1754657258

ბოლნისში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ბოლნისელი მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს

2008 წლის ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ბოლნისელი მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო და სოფელ დისველში ასლან შაინიძის, სოფელ რატევანში ნოდარ დევნოზაშვილისა და სოფელ ტანძიაში საბა დადვანის საფლავები გვირგვინით შეამკო.ომის გმირებს პატივი, ასევე, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ბოლნისის მუნიციპალური განყოფილების უფროსმა, ზურაბ მამულაშვილმა და თავდაცვის ძალების საჰაერო სარდლობის შერეული საავიაციო ესკადრილიის სამხედრო მოსამსახურეებმა მიაგეს.

ნანა კაკაბაძე

პოლიტიკა 1753334440

ნანა კაკაბაძე ბარამიძეზე: როდესაც არგუმენტები არ ჰყოფნის ადამიანს, მაშინ მიმართავს წყევლა-კრულვას - კაცმა თავი გამოიდო, მე მოვიყვან ივანიშვილის პრორუსობის არგუმენტებსო, და ზიზღისა და სიძულვილის მეტი ვერაფერი თქვა

 როდესაც არგუმენტები არ ჰყოფნის ან საერთოდ არ გააჩნია ადამიანს, სწორედ მაშინ მიმართავს წყევლა-კრულვას, ლანძღვა-გინებას, ანთხევს ზიზღსა და სიძულვილს. სწორედ არგუმენტების არქონამ აქცია ეს ყველაფერი ნაცების სტილად, ერთგვარ ბრენდად, რისი კლასიკური ნიმუშიც გიორგი ბარამიძის ეს შეფასებებია, - წერს წერს "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის „პრორუსოების“ შესახებ გიორგი ბარამიძის მოსაზრებაზე.კაკაბაძე აღნიშნავს, რომ ბარამიძე თავისი ბრალდებების უსაფუძვლობის, უშინაარსობის გადასაფარად და შესავსებად მაქსიმალურად იყენებს მხოლოდ შეფასებებს.„ „პრორუსი“ ივანიშვილი და „პროევროპელი“ ბარამიძეყოველდღე იმეორებს ნაც-პუბლიკა მათთვის უდავოდ ქცეულ ჭეშმარიტებებს, რომ ბიძინა ივანიშვილი „რუსულ საქმეს აკეთებს“, „საქართველოს რუსეთის გუბერნიად აქცევს“, „ის რუსეთის მონაა“ და ამიტომ ყველა ქართველი პატრიოტის ვალია მისი ხელისუფლების დამხობა. როდესაც ეკითხები, რაში ჩანს ბიძინას და „ოცნების“ რუსეთუმეობაო, დამცინავად შემოგხედავენ და გეტყვიან, მაგას რა კითხვა უნდაო.რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა: „მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ წლების მანძილზე გვესმის ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის პრორუსობისა და რუსული კავშირების შესახებ, დღემდე ამის დამადასტურებელი იოტისოდენა ფაქტიც კი არავის წარმოუდგენია საზოგადოებისთვის“-ო.და აი, ამ განცხადების მეორე დღეს, ძველი გვარდიის ნაც-ლიდერმა გიორგი ბარამიძემ იკადრა და ითავა იმის ახსნა, თუ რაში გამოიხატება ბიძინა ივანიშვილის რუსეთუმეობა. ბარამიძის ეს ახსნა-განმარტება იმდენად საინტერესოა, რომ გვინდა მაქსიმალურად ბევრი ხალხი გაეცნოს მის არგუმენტებს და ბოლოს და ბოლოს ყველამ გაიგოს, რას გულისხმობენ ნაცები ბიძინას „რუსეთუმეობაში“ და რა არგუმენტები მოჰყავთ ამის სამტკიცებლად. ბარამიძე წერს:1. „ამ ქართული გვარის მქონე ადამიანმა, მაგრამ რუსმა ოლიგარქმა მთელი თავისი მილიარდები სწორედ რუსეთში იშოვა“. (კახა ბენდუქიძის, თემურ ალასანიას, კობა ნაყოფიას, ელენე ხოშტარიას, პაატა ბურჭულაძის, ბუბა კიკაბიძის და სხვა ნაცების მიერ რუსეთში ნაშოვნ ფულს სუნი არ უდის და მარტო ბიძინას ფულია „ხიხია“).2. „მან თავისი სამშობლო დაადანაშაულა რუსეთთან ომში“ (მსგავსი ივანიშვილს არსად უთქვამს და როგორც ჩანს, ბარამიძემ ნაცების მიერ აღიარებული „პრეზიდენტ“ სალომე ზურაბიშვილის სიტყვები მიაწერა ბიძინა ივანიშვილს).3. „რუსული სპეცოპერციით მოიგო არჩევნები“ (ყოველგვარი არგუმენტების გარეშე 2012 წლის არჩევნებში ნაცების დამარცხებას უწოდებს „რუსულ სპეცოპერაციას“, რითაც კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ნაცებმა „ვერც ვერაფერი ისწავლეს და ვერც ვერაფერი დაივიწყეს“).4. „პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა რუს ჯაშუშებს“ (ენას ძვალი არა აქვს - მთავარია, ვინმეს მიაწებოს ჯაშუშის იარლიყი და მერე ყველაფერი რწმენის ამბავია, ვის სჭირდება მტკიცებულება?).5. „სწორედ ამ ადამიანის დამსახურებაა, რომ რუსებმა მიიღეს თბილისის დაცვის ზღუდეების თაობაზე დეტალური ინფორმაცია“ (მხოლოდ ბრალდება და არავითარი მტკიცებულება!).6. „ამ მოღალატე რუსის დამსახურებაა, რომ რუსებმა მიიღეს 2008 წელს რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველების სრული სია“ (მხოლოდ ბრალდება და არავითარი მტკიცებულება!).7. „ამ მოღალატე ადამიანის და მისი კრიმინალთა რუსული ბანდის დამსახურებაა, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს არალეგიტიმური პარლამენტი, რომელშიც არსებობს რაღაც სტრუქტურა ღალატის კომისიის სახით, რომელმაც რუსეთს უნდა ჩამობანოს სისხლიანი ხელები, გაამართლოს რუსეთის აგრესია და დაადანაშაულოს საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება“ (არჩევნებში საკუთარი პარტიის მარცხის გადაბრალება გამარჯვებული პარტიაზე, თითქოსდა არჩევნების გაყალბებაზე აპელირება და ისევ არავითარი მტკიცებულება! ისევ უსაფუძვლო წინასწარმეტყველება, რომ საპარლამენტო კომისია გაამართლებს რუსეთის აგრესიას და დაადანაშაულებს საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას, რითაც რუსეთს ჩამობანს სისხლიან ხელებს).8. „ამ მოღალატე ადამიანის ბანდამ, ახლახან, ეუთო-ს საპარლამენტოა ასამბლეაზე ხმა არ მისცა სირიისადმი მოწოდებას, რომ სირიამ კვლავ აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და უკან წაიღოს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. აღიარება“ (ეს ისეთი აბსურდია ფაქტების თავდაყირა დაყენება და „მამალი ტყუილი“, რომ მის შეფასებაზე დროის დაკარგვაც არ ღირს).9. „რუსი ოლიგარქი“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო იზოლირებული იყოს ყველა მისი ჭეშმარიტი მეგობრისგან. რა საშინელებას ლაპარაკობენ, თითქოს ევროკავშირს, აშშ-ს უნდათ, რომ საქართველო ომში ჩაითრიონ, აქ კაცი კაცი არ იყოს და ქალი ქალი არ იყოს (თურმე ევროკავშირი „წმინდა ძროხაა“ და მისი კრიტიკა „საშინელება“ ყოფილა. მხოლოდ ნაცები უარყოფენ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოწოდებებსაც და ლგბტ პროპაგანდის თავისუფლად დაშვების კატეგორიული მოთხოვნების არსებობასაც).10. ბოლოს, გიორგი ბარამიძეს სჯერა, რომ განურჩევლად პარტიულობისა, ქართველი ხალხი გააგრძელებს თავის მშვიდობიან, არაძალადობრივ, მაგრამ პრინციპულ და თანმიმდევრულ ბრძოლას და „ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდას, ამ ქართული გვარის მქონე რუსი ოლიგარქის მეთაურობით აუცილებლად დაამარცხებს“.თუ კარგად დავაკვირდებით, თავისი ბრალდებების უსაფუძვლობის, უშინაარსობის გადასაფარად და შესავსებად მაქსიმალურად იყენებს მხოლოდ შეფასებებს. ამ ნახევარდგვერდიანი „ნააზრევის“ ყველა წინადადებაში გვხვდება შეფასებები: „ქართული გვარის მქონე რუსი ოლიგარქი“, „რუსული სპეცოპერაცია“, „მოღალატე რუსი“, „მოღალატე ივანიშვილი და მისი კრიმინალთა რუსული ბანდა“, „ამ მოღალატე ადამიანის ბანდა“. „მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდას ქართული გვარის მქონე რუსი ოლიგარქის მეთაურობით“.აი, თურმე რაში გამოიხატება ბიძინა ივანიშვილის „პრორუსობა“. როდესაც არგუმენტები არ ჰყოფნის ან საერთოდ არ გააჩნია ადამიანს, სწორედ მაშინ მიმართავს წყევლა-კრულვას, ლანძღვა-გინებას, ანთხევს ზიზღსა და სიძულვილს. სწორედ არგუმენტების არქონამ აქცია ეს ყველაფერი ნაცების სტილად, ერთგვარ ბრენდად, რისი კლასიკური ნიმუშიც გიორგი ბარამიძის ეს შეფასებებია. კაცმა თავი გამოიდო, მე მოვიყვან ივანიშვილის პრორუსობის არგუმენტებსო, და ზიზღისა და სიძულვილის მეტი ვერაფერი თქვა!", - წერს ნანა კაკაბაძე.

ტედი რინერი

სპორტი 1749465450

მსოფლიო ჩემპიონატს ტედი რინერი ჩაეხსნა

13-20 ივნისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.აღნიშნულ ტურნირზე საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში რეგისტრირებული იყო ძიუდოს ლეგენდა ტედი რინერი. თუმცა ფრანგმა ვეტერანმა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობაზე უარი თქვა.აღსანიშნავია, რომ რინერმა ახლახან იდაყვის ოპერაცია გაიკეთა და მისთვის ოპტიმალურ ფორმაში ყოფნა მსოფლიო პირველობამდე პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. ამ დროისთვის საფრანგეთის ნაკრებს ტედი რინერის ნაცვლად განაცხადში ახალი სპორტსმენი ჯერ არ დაუმატებია.საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა:ვაჟები:60 კგ — ლუკა მხეიძე, რომენ-ვალადიე პიკარი66 კგ — დაიკი ბუბა, ვალიდ ხიარი73 კგ — ჟან-ბენჟამინ გაბა81 კგ — არნო არეგბა90 კგ — მაქსიმ-გაელ ნგაიაპ ჰამბუ, ალექსი მატიექალები:48 კგ — შირინ ბუკლი52 კგ — ამანდინ ბუშარი57 კგ — სარა ლეონ სისიკი, მარტა ფავაზი63 კგ — მელკია ოშკორნი, მანონ დეკეტერი70 კგ — მარგო პინო78 კგ — ფანი-ესტელ პოსვიტი+78 კგ — რომან დიკო

ღვინის ფესტივალი

რეგიონი 1748942423

ბოლნისში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი გაიმართა

დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი საქართველოში მესამედ გაიმართა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 60-ზე მეტი მსხვილი მწარმოებლისა და მცირე საოჯახო მარნის ღვინო იყო წარმოდგენილი, - ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.„ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის კონკურსი, რომელშიც წარდგენილ ღვინოს საერთაშორისო გამოცდილების მქონე ღვინის ექსპერტები და სომელიეები აფასებდნენ.ფესტივალის დასკვნით ნაწილში საზეიმოდ გამოვლინდა ოქროს მედლის მფლობელი ღვინოები. კონკურსში ოქროს მედალი ბოლნისიდან „ქობულაძის მარანმა“, „მუხიგული 1770“-მა, „რაჭისუბანმა“, „მადლიერმა“, „უნიონმა“ და „ბოლნისის ძველმა მარანმა“ დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულებიდან ოქროს მფლობელ 11 ღვინოს დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი იტალიაში მერანოს ღვინის ფესტივალზე წარადგენს.ფესტივალს რეგიონული განვითარების მინისტრი, კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, ლევან ხარაბაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა გობეჯიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობისა და კომპანია „არემჯის“ წარმომადგენლები და ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი ესწრებოდნენ.ფესტივალს მუსიკალურად აფორმებდა ტრიო „სამანი“, ანსამბლი „იალონი“ და ტრიო „რუსთავი“.ფესტივალის მიზანი მეღვინეთა შორის ადგილწარმოშობის ოფიციალური ნიშნის შესახებ პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდაა.ფესტივალის წარმდგენი იყო კომპანია „არემჯი“, ხოლო მხარდამჭერები – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქპატენტი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, ბოლნისის აგროცენტრი და მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისი““, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნუ წაართმევ ბავშვობას

სამართალი 1748937832

შსს-მ ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანია „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ოფიციალურად გახსნა.შსს-ს ინფორმციით, გახსნის ღონისძიება ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსი ნიკო თათულაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი მოდებაძე ესწრებოდნენ. მათ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ყურადღება გაამახვილეს აღნიშნული კამპანიის მნიშვნელობაზე, როგორც ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტზე ბავშვთა დაცვის მიმართულებით, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, ამ პრობლემის მრავალმხრივ გააზრებასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.ღონისძიებას ქვემო ქართლის გუბერნატორი ლევან ხარაბაძე, ბოლნისის მერის მოვალეობის შემსრულებელი ბუბა გობეჯიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კამპანიის გახსნას, ასევე ბოლნისის სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები დაესწრნენ.ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის მიერ მომზადებული ვიდეორგოლების ჩვენება, რომლებიც ეფუძნება რეალური მსხვერპლების ისტორიებს და ასახავს ბავშვობის ასაკში ქორწინების მავნე შედეგებს.შსს-ს ცნობით, კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, მათ შორის, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან, დირექტორებთან, მანდატურებთან და რესურსცენტრების წარმომადგენლებთან. მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართება, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე, საპოლიციო დანაყოფებში, სადაც ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტისა და ადგილობრივი საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები გააცნობენ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სამინისტროს მხრიდან განხორციელებულ პრევენციულ ღონისძიებებსა და რეაგირების გზებს. ასევე, სამიზნე ჯგუფებისთვის ნაჩვენები იქნება უშუალოდ კამპანიისთვის დამზადებული ვიდეორგოლები.შეხვედრებზე, სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცემათ კამპანიის თემატიკით დამზადებული, ბრენდირებული ჩანთები, მაისურები და საინფორმაციო ბროშურები.ასევე, ბავშვობის ასაკში ქორწინების უარყოფითი შედეგების თემაზე, სკოლის მოსწავლეებისთვის პოსტერების კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც სხვადასხვა ნომინაციაში, სამი გამარჯვებული გამოვლინდება და პრიზებით დაჯილდოვდებიან.გარდა აღნიშნულისა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და მომართვიანობის გაზრდის მიზნით იგეგმება საინფორმაციო სატელეფონო შეტყობინებების დაგზავნა მოსახლეობისთვის.კამპანია „ნუ წაართმევ ბავშვობას“ უკვე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრევენციულ მექანიზმად იქცა, რომელიც ხელს უწყობს ბავშვთა უფლებების დაცვასა და მათთვის ძალადობისგან დაცული გარემოს შექმნას.

შენგელო

საზოგადოება 1748023511

5 შვილის დედა და 4 შვილიშვილის ბებია - რას ჰყვება ლიკა შენგელია ოჯახზე

მოდელი ლიკა შენგელია "იმედის დილაში" თავის მოვლაზე, მრავალშვილიან ოჯახსა და შვილიშვილებზე საუბრობს:,,ვცდილობ ჯანსაღად ვიკვებო. დღეში 3-4-ჯერ მივირთმევ, ცილებს და ბოსტნეულს ვიღებ. ტკბილს ვერიდები. შვილიშვილების მიმართ განსხვავებული გრძნობა არ მაქვს - ყველა შვილივითაა. პირველი შვილიშვილი რომ შემეძინა,მაშინ ჩემი უმცროსი შვილი 1 წლის იყო. არასდროს მიფიქრია, რომ 5 შვილის დედა ვიქნებოდი. ახლახან მეოთხე შვილიშვილი შემეძინა." - ამბობს ლიკა შენგელია. ლიკა შენგელიას ქალიშვილი, ქეთი ასევე მრავალშვილიანი დედაა - ის მეუღლესთან, ბიზნესმენ თოშა ქებურიასთან ერთად სამ შვილს, ბუბას, კატერინასა და ლიანას ზრდის. ლიკა შენგელია აქტიური ცხოვრების წესით გამოირჩევა. ძალიან ხშირად მოგზაურობს საზღვარგარეთ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად.

შოჰეი ონო

სპორტი 1742982500

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ლეგენდარულ ძიუდოისტს, შოჰეი ონოს უმასპინძლა

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ლეგენდარულ ძიუდოისტს, შოჰეი ონოს უმასპინძლა. ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.„ორგზის ოლიმპიური და სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში ჩვენს ქვეყანასი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის, საქართველოს პარლამენტის წევრის, ვეტერანი ძიუდოისტის, ვარლამ ლიპარტელიანის, ასევე ვეტერანი ავთანდილ ჭრიკიშვილისა და ბოლნისის მკვიდრი გოგა და კოკა აბრამიშვილების ორგანიზებით იმყოფება.ბოლნისის ახალ სპორტკომპლექსში სტუმრებმა სპორტსმენებს სიტყვით მიმართეს, წარმატება უსურვეს და ძიუდოისტებს საჩუქრად კიმონოები გადასცეს.ბუბა გობეჯიშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, თამაზ ჟორჟოლიანთან ერთად სტუმრებსა და ღონისძიების ორგანიზატორებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.დღესვე, ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ქართულ-გერმანული ღვინის სახლი დაათვალიერეს და ბოლნისურ ღვინოსა და ადგილობრივ ნაწარმს გაეცნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რაგბი

სპორტი 1740659515

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩს გამართავს - ცნობილია შემადგენლობა

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს თასისთვის მზადების ფარგლებში სამხრეთ აფრიკასთან მეორე ტესტმატჩს გამართავს – შეხვედრა თბილისში, „ლელო არენაზე“ 28 თებერვალს, 15:00 საათზე დაიწყება.ამ გუნდებს შორის პირველი მატჩში 23 თებერვალს „ავჭალის“ სტადიონზე გაიმართა და სამხრეთაფრიკელთა გამარჯვებით (38:29) დასრულდა – იმ შეხვედრაში უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ 5 ლელოს დადება მოახერხეს.იქიდან გამომდინარე, რომ ორივე გუნდში სელექციის პროცესი მიმდინარეობს, მხარეთა შეთანხმებით მწვრთნელებმა პირველ დაპირისპირებაში მოთამაშეთა მაქსიმალურ რაოდენობას მისცეს თავის გამოჩენის შესაძლებლობა, საქართველომ – 37, ხოლო სამხრეთ აფრიკამ 30 მორაგბე ათამაშა.მეორე თამაში კი რეგლამენტის სრული დაცვით ჩატარდება და გუნდებს განაცხადში 23-23 მოთამაშე ეყოლებათ. უმცროსი „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა და განაცხადში სამი ისეთი მორაგბე შეიყვანა, რომელთაც წინა მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ – გიორგი ხაინდრავა მეტოქეს პირველივე წუთიდან შეუტევს, ბურჯი ალიკა ბაჩოშვილი და მესამეხაზელი ლუკა ნარსია კი მარქაფაში იქნებიან. სასტარტო შემადგენლობაში – შვიდი, სათადარიგოთა შორის კი სამი ლეგიონერია.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:ხაზი: 15. გიორგი ბოლქვაძე („ლელო“), 14. ლუკა კეშელავა („არმია“), 13. ნუგზარ ქევხიშვილი („ლელო“), 12. გიორგი ხაინდრავა („ბორდო“), 11. გივი სოსელია („ხვამლი“), 10. ბუბა ნოზაძე („ბათუმი“), 9. გიორგი სპანდერაშვილი („ლელო“);შერკინება: 1. არჩილ ნოზაძე („აჟენი“), 2. შოთა ხელაძე („ლელო“), 3. გიორგი მესხიძე („პერპინიანი“), 4. დავით ბარამია („ტულონი“), 5. თემურ წულუკიძე („ოიონა“), 6. ნიკა აბესაძე („ლელო“), 7. ანდრო დვალი („პერპინიანი“, კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი („ტულონი“).მარქაფა: 16. ირაკლი უსუბიანი („სურენსი“), 17. ალიკა ბაჩოშვილი („ვეფხვები“), 18. გიორგი ძაგანია („ნარბონი“), 19. გაგი მარგველაშვილი („რასინგი“), 20. ლუკა ნარსია („აია“); 21. დავით წიკლაური („ხვამლი“), 22. გიორგი ჯაში („არმია“), 23. სანდრო სესიაშვილი („არმია“).