ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუა

ტაბლოიდი 1779482103

„ჩემი სიყვარული ტრანსფორმაციულია“ - რას პასუხობს გამომწერს ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუაზე

გასულ წელს მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე რჩეულს, ბიზნესმენ დავით კოდუას დაშორდა, რამაც ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.ამჯერად, იგი გამომწერების მიერ დასმულ შეკითხვას პასუხობს, რომელიც სწორედ დავით კოდუაზეა.- შეურიგდით?- არა, ვმეგობრობთ და ასე გავაგრძელებთ სულ.- მეც ძალიან მინდა შერიგდეთ, ფაქტობრივად მამაკაცი შეცვალე.- ჩემი სიყვარული ტრანსფორმაციულია, მიხარია, რომ ამჩნევთ. მაგრამ ეს საკმარისი არის ჩემთვის“.ბიზნესმენ დავით კოდუას და მოდელ ალექსანდრა პაიჭაძეს საერთო ქალიშვილი - ვიქტორია ჰყავთ.

KVARA

საზოგადოება 1778098791

"გამგზავრებამდე, სამი დღით ადრე, მოულოდნელად გარდაიცვალა, ეს იყო შოკი..." - თამთა კვარაცხელია

თამთა კვარაცხელიას ქართულ ტელესივრცეში კარგად იცნობენ, ის წლების მანძილზე ტელეწამყვანი იყო, ჰქონდა საკუთარი ჟურნალიც და არაერთი პროექტიც განახორციელა, თუმცა ცოტა ხნის წინ რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო და მედიიდან მოდის სფეროში გადაინაცვლა. წარმატება სამოდელო სფეროში მასთან მალევე მოვიდა, მის მიერ შექმნილი კოლექცია უკვე იყიდება კალიფორნიაში. ცოტა ხნის წინ თამთა ესპანეთის მოდის კვირეულიდან დაბრუნდა, სადაც მის მიერ შექმნილი საქორწინო კოლექცია ალექსანდრა პაიჭაძემ წარადგინა.- თამთა, როდის გაჩნდა იდეა მედიიდან გადაგენაცვლებინათ მოდაში და როგორ შეიქმნა ბრენდი KVARA?- იდეა სრულიად მოულოდნელად, გასულ წელს ბარსელონას მოდის კვირეულზე გაჩნდა. სწორედ იქ შევხვდი ადამიანს, რომელმაც ჩემს ხედვაში დიდი პოტენციალი დაინახა და პარტნიორობა შემომთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზია ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო, ეს შემოთავაზება გახდა იმის მიზეზი, რომ მოდაში გადამენაცვლა.ბრენდი KVARA სწორედ ამ გარდამტეხი პერიოდის შედეგია. რამდენიმე თვე დამჭირდა ბიზნესის დეტალების შესასწავლად და იმის გასააზრებლად, რომ ჩემი გემოვნება რეალურ ბრენდად მექცია. დღეს KVARA არის ჩემი ხედვა, რომელიც დახვეწილობასა და განსხვავებულ ხელწერას აერთიანებს. - სულ ახლახანს დაბრუნდით ესპანეთიდან სადაც შედგა თქვენი ბრენდის ჩვენება, გვიამბე ამის შესახებ?- ბარსელონას საქორწილო მოდის კვირეული ინდუსტრიის ეპიცენტრია, სადაც ისეთი გიგანტები იყრიან თავს, როგორებიცაა Elie Saab, Zuhair Murad და Vivienne Westwood და ა.შ ჩემი ბრენდი ჯერ ერთი წლისაც არაა, ამიტომ წელს ჩვენებაზე ფიზიკურად ვერ ვიფიქრებდით, იქ მოხვედრის მსურველთა სია უსასრულოა. თუმცა, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.წელს ბარსელონაში ალექსანდრა პაიჭაძესთან ერთად ჩავედი. ჩემმა პირველმა საქორწილო კაბამ, რომელიც სწორედ ალექსანდრამ წარადგინა, დიდი ინტერესი გამოიწვია და მოდის კრეატორის სტატუსით მიმიწვიეს, მე კი ალექსანდრა მოვიწვიე მოდის კვირეულზე როგორც ჩემი ბრენდის სახე. იქამდე ბევრმა არც იცოდა, რომ მე თავად ვიყავი დიზაინერი, ამ აღმოჩენამ პრესისა და გავლენიანი აგენტების განსაკუთრებული ყურადღება მოიტანა.ამ ტრიუმფის პარალელურად, უდიდესი პირადი ტრაგედია გადავიტანე. გამგზავრებამდე სამი დღით ადრე მოულოდნელად გარდაიცვალა ჩემი პარტნიორი. ადამიანი, ვინც ამ ბრენდის შექმნის იდეა მომცა. ეს იყო შოკი, რომლის გადალახვაც ალექსანდრას მხარდაჭერით შევძელი. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ შევძელით საკუთარი თავის დამკვიდრება 23,500 სტუმრის წინაშე KVARA-მ ყველას დაამახსოვრა თავი.იქაურმა გარემომ და ჩემმა ისტორიამ Netflix-ის წარმომადგენლებიც კი დააინტერესა. მირჩიეს, რომ ეს ყველაფერი წიგნად ვაქციო. ადრე ვფიქრობდი, რომ მემუარებს სიბერეში დავწერდი, მაგრამ ამ დღეებმა მასწავლა, რომ დრო არ იცდის და არაფერი უნდა გადავდოთ ხვალისთვის.- თქვენი ბრენდის სამოსი იყიდება ამერიკაში, როგორ მოახერხეთ ნაკლებად ცნობილმა დიზიანერმა საქართველოდან ამერიკულ ბაზარზე გასვლა?- KVARA თავიდანვე ამერიკული ბაზრისთვის შეიქმნა. დღეს ბრენდი წარმოდგენილია კალიფორნიაში ბევერლი-ჰილსზე, კოსტა მეისა და პასადენაში. ამერიკული სტანდარტები, განსაკუთრებით Haute Couture-ის მიმართულებით, უმკაცრესია, ამიტომ წარმოება თავიდანვე იქაურ ატელიეებში დავიწყეთ, სადაც ჩემი დიზაინითა და თარგებით იქმნება სამოსი.ამერიკულ კომპანიასთან პარტნიორობა იყო ის პლატფორმა, რომელმაც შესაძლებლობა მომცა, ქართული ხელწერა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ლოკაციებზე მიმეტანა. თუმცა, დღეს ახალ ეტაპზე გადავდივართ. პარტნიორის გარდაცვალებამ ლოჯისტიკური და საორგანიზაციო საკითხების სრულად ჩემს თავზე აღება მაიძულა. ეს დიდი გამოწვევაა, რომელსაც პასუხისმგებლობით ვხვდები.ბარსელონაში მიღებული გამოხმაურება და აგენტების დაინტერესება მაძლევს საფუძველს, რომ KVARA მსოფლიო ბრენდად ვაქციო. ამჟამად წარმოების ევროპაში, ჩინეთში ან უკრაინაში გადატანას განვიხილავ. ეს ნიშნავს ინტენსიურ მოგზაურობას და საუკეთესო ფაბრიკების შერჩევას, რათა მომავალი წლის დიდი ჩვენებისთვის ინდუსტრიის მზარდ მოთხოვნას უმაღლესი ხარისხით ვუპასუხოთ. პარალელურად, ბრენდი ლიმიტირებულად ქართულ ბაზარზეც შემოვა, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ხარისხი ჩემს სამშობლოშიც ხელმისაწვდომი იყოს.- გვიამბეთ თქვენი პარტნიორის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ, რომელსაც ემოციური პოსტი მიუძღვენით...- ეს ჩემთვის ძალიან პირადი და მტკივნეული თემაა. ის იყო ადამიანი, რომელიც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა .პარტნიორი, მეგობარი და ყველაზე დიდი გულშემატკივარი. მან ერთ წელიწადში შეძლო დაეჯერებინა ჩემთვის, რომ ჩემს ნიჭს მსოფლიო მასშტაბი ჰქონდა. ჩემი მადლიერება მის მიმართ უსაზღვროა.მისი გარდაცვალება დღემდე სრულიად მოულოდნელი და ბურუსით მოცულია. ახლაც მიმდინარეობს გამოძიება და ექსპერტიზა, რათა პასუხი გაეცეს უამრავ კითხვას. ჩემთვის ყველაზე რთული ის აღმოჩნდა, რომ გლოვისთვის დროც არ მქონდა. მისი გარდაცვალებიდან სამ დღეში ბარსელონაში უნდა ვყოფილიყავი.მომიწია უდიდესი ემოციური დატვირთვის ფონზე პარტნიორებთან ურთიერთობა და ჩვენი საერთო ბიზნესის გადარჩენა. ღამეებს ტირილში ვატარებდი, დილით კი მაკიაჟით, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით და ღიმილით უნდა წარმედგინა ჩემი ბრენდი იმ სიმაღლეზე, რომელსაც ის იმსახურებდა. ეს იყო ჩემი პატივისცემა მისი ხსოვნისადმი, არ დამეშვა საქმის გაჩერება, რომელშიც მან მთელი რწმენა ჩადო.- მარტოხელა დედა ხართ, როგორ ახერხებთ იყოთ წარმატებული საქმიანობაშიც და როგორც დედა…- ეს გზა ნამდვილად რთული იყო, თუმცა დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი შვილი ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვებაა. ის უკვე გაიზარდა და ნამდვილ ჯენტლმენად ჩამოყალიბდა, რომელიც ახლა თავად ზრუნავს ჩემზე. ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ და ერთმანეთს ვუზიარებთ ყველაფერს, რაც ჩვენს სამყაროში ხდება.რა თქმა უნდა, მარტოხელა დედისთვის, რომელიც 24-საათიან სამუშაო რეჟიმშია, ოჯახის მხარდაჭერის გარეშე ეს წარმოუდგენელი იქნებოდა. გეგა ხშირად სამსახურშიც თან დამყავდა. ის კულისებიდან ხედავდა, როგორ იქმნებოდა ყველაფერი. მეტიც, ბიზნესში გადასვლის გადაწყვეტილებაც მისი რჩევის შემდეგ მივიღე.მიუხედავად იმისა, რომ მამის გარეშე შვილის გაზრდა და პარალელურად წარმატებული კარიერის შენება დიდ პასუხისმგებლობასა და ხშირად შურიან მზერასთან გამკლავებას მოითხოვს, ჩვენი ემოციური კავშირი არასოდეს შესუსტებულა. შეიძლება კვირაში მხოლოდ რამდენიმე საათს ვატარებდით ერთად, მაგრამ ეს იყო ყველაზე გულწრფელი და ნამდვილი დრო, რომელმაც ისეთ პიროვნებად ჩამოაყალიბა, როგორიც დღეს არის, ჭკვიანი, კეთილი და ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი.- რა თანხით დაიწყეთ საკუთარი ბიზნესი?- 0 ლარით. ჩემი გამოცდილებით მთავარი კაპიტალი ბიზნესში თანხა არაა, სწორი ხედვა და იდეის გაყიდვის უნარია. საკუთარი ბიზნესი რამდენჯერმე დავიწყე. პირველი იყო საქორწილო პროექტი „wedding fair“, შემდეგ ჟურნალი " GLAMOUR“ და ივენთ-კომპანია, სადაც მსოფლიო პარფიუმერული ბრენდებისთვის პრეზენტაციებს ვაორგანიზებდი. ბრენდი KVARA ჩემი მეოთხე და ყველაზე მასშტაბური წამოწყებაა.ყველა ეს ბიზნესი, ფაქტობრივად, ნული ლარით დავიწყე. ჩემი ფორმულა მარტივია, ვქმნი იდეას, ვწერ პროექტს, ვპოულობ პარტნიორებსა თუ სპონსორებს და ვახორციელებ. როდესაც გაქვს მკაფიო ხედვა და იცი, როგორ შესთავაზო ბაზარს ის, რაც აქამდე არ არსებობდა, ფინანსური რესურსი თავისით ჩნდება. ჩემთვის ბიზნესი ყოველთვის იყო არა ფულის დაბანდება, არამედ იდეისთვის ხორცის შესხმა და მისი ღირებულ პროდუქტად ქცევა.- რა სეგმენტია თქვენი მომხმარებელი ამერიკაში?- იმ მაღაზიების ქსელში, სადაც KVARA არის წარმოდგენილი, საშუალო კაბების ფასი $9,000-დან იწყება. ეს არის მაღალი მოდის ექსკლუზიური სივრცეები, სადაც მომხმარებელი ეძებს არა უბრალოდ სამოსს, არამედ ხელოვნების ნიმუშს და განსაკუთრებულ სტატუსს.ამ ეტაპზე ჩემი ბრენდი ამ ქსელში ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომია კაბების ღირებულება $2000-დან $5500- მდე მერყეობს. ეს სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რადგან ბრენდი ახალია, ჩვენ ჯერ არ ვახდევინებთ მომხმარებელს დამატებით თანხას „სახელში“. ამ ეტაპზე მომხმარებელი ყიდულობს სუფთა დიზაინს, უმაღლესი ხარისხის მასალებსა და ექსკლუზიურ ხელწერას.ჩემი სეგმენტი არის ქალი, რომელიც აფასებს High-End კლასის ხარისხს, აქვს დახვეწილი გემოვნება და ეძებს რაღაც ახალს, რაც ჯერ კიდევ მასობრივი არ გამხდარა. ეს არის „Smart Luxury“ მიდგომაა, როდესაც იღებ უმაღლესი კლასის პროდუქტს ბრენდისგან, რომელიც ახლა იპყრობს მსოფლიოს.- სამომავლოდ სად ხედავთ საკუთარ თავს?- მიუხედავად იმისა, რომ ბუნებით ძალიან ორგანიზებული ვარ და ყოველთვის მიყვარდა დეტალების სიზუსტით დაგეგმვა, ცხოვრებამ მასწავლა, რომ ყველაზე გარდამტეხი და მნიშვნელოვანი მოვლენები ჩემს ცხოვრებაში სრულიად დაუგეგმავად ხდება. ამიტომ, დღეს უბრალოდ მივყვები დინებას.ყოველთვის ვგრძნობდი, რომ „მსოფლიო მოქალაქე“ ვარ. ევროპაში თუ ამერიკაში თავს ისევე ბუნებრივად ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. იქ ჩემთვის ბევრად მარტივია ადამიანებთან კომუნიკაცია და პროფესიული წინსვლა. ჩემი გეგმა ახლა არის ის, რომ არ მქონდეს მკაცრად განსაზღვრული ჩარჩოები, განვიხილავ ყველა საინტერესო შემოთავაზებას, ვიღებ ახალ გამოწვევებს და მჯერა, რომ ყველაფერი თავისით, საუკეთესო სცენარით დალაგდება. ჩემი მომავალი იქ არის, სადაც ჩემი ხედვა და თავისუფლება ყველაზე მეტად რეალიზდება.

ალექსანდრა პაიჭაძე

ტაბლოიდი 1774797329

„საბოლოო რეზულტატი და უნაკლო ფოტოები...“ - რა კადრებს აქვეყნებს ალექსანდრა პაიჭაძე

მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე საზოგადოებაში აქტუალურობას არ კარგავს. მას არაერთი სკანდალი უკავშირდება. გასულ წელს პაიჭაძე რჩეულს, ბიზნესმენ დავით კოდუას დაშორდა, რამაც ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.ამჯერად კი იგი ახალ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც სექსუალურ ქალის თეთრეულში პოზირებს და წერს:„ფოტოსესიის Backstage უფრო მიყვარს, თუ საბოლოო რეზულტატი და უნაკლო ფოტოები, ჯერ ვერ გავიგე, თქვენ?“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.            View this post on Instagram                       A post shared by Aleksandra Paichadze (@aleksandrapaich)

ალექსანდრა პაიჭაძე

ტაბლოიდი 1772833458

ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო ალექსანდრა პაიჭაძე საქართველოში დაბრუნებას ამ დრომდე ვერ ახერხებს

ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო ამ დრომდე ვერ ახერხებს საქართველოში დაბრუნებას ალექსანდრა პაიჭაძე და ანი ლოლაძე. ისინი დასასვენებლად ტაილანდში იმყოფებიან. ამის შესახებ მოდელმა ინსტაგრამზე დაწერა.“ტაილანდში ჩარჩენილი მოქალაქეების საყურადღებოდ:11 მარტს დაინიშნა სპეციალური ჩარტერული რეისი, რომელსაც უზრუნველყოფს კერძო კომპანია.ვისაც გსურთ დაბრუნება, გთხოვთ დაუკავშირდეთ +995 571 00 35 71 watsapp შეტყობინებით.ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაინიშნება შემდეგი ჩარტერი, ამიტომ შესაძლოა ეს იყოს ბოლო შანსი დაბრუნებისთვის. გთხოვთ გააზიაროთ ინფორმაცია მათთვის, ვისაც შეიძლება შეეხებოდეს. p.s. ტაილანდის საჰაერო სივრცე ღიაა და არც დაკეტილა, ბილეთები არ არის ან რაც არის ძალიან ძვირია” - წერს პაიჭაძე.

ალექსანდრა პაიჭაძე

ტაბლოიდი 1772436360

„შეხვდი გოგოს, რომელიც შენში საუკეთესო მხარეს ხედავდა...“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე

მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე საზოგადოებაში აქტუალურობას არ კარგავს. მას არაერთი სკანდალი უკავშირდება. გასულ წელს პაიჭაძე რჩეულს, ბიზნესმენ დავით კოდუას დაშორდა, რამაც ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ამჯერად კი იგი ახალ კადრებს აქვეყნებს, რომელზედაც წერს:„შეხვდი გოგოს, რომელიც შენში საუკეთესო მხარეს ხედავდა. მაგრამ შენ შექმენი ქალი, რომელიც შენს ნამდვილ სახეს - მთლიანად ხედავ“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.            View this post on Instagram                       A post shared by Aleksandra Paichadze (@aleksandrapaich)

ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუა

ტაბლოიდი 1770319242

„კი გავაახალგაზრდავე, ისეთ ვიდზეა“ - ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუაზე

ალექსანდრა პაიჭაძის განცხადებას, რომ ბიზნესმენ დავით კოდუას დედამ, შვილებთან ერთად, სახლიდან გააგდო, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოდელმა მიმართვაც გაავრცელა გულშემატკივრებისთვის.„არავის არაფერს ვუმტკიცებ. უთქმელად მეკუთვნის ყველაფერი ჩემი მამაკაცისგან... თავად იცის, რომ მიყვარდა მართლა და ვერ მოერგო ჰარმონიას, ეგაა მთავარი. ყველაზე კარგი და ერთგული მეგობარი დაკარგა, ვფიქრობ, ამას განიცდის ყველაზე მეტად და მესმის. არ ჰყავს გვერდით ნამდვილი მეგობრები... სულ გამომძალველები, აფერისტები და მოსარგებლეები. მე ეგეთი მათ შორის, ყველაზე ნაკლებად ვიყავი, ხედავდა და ვრჩები... ჩემი დაკვირვებით, სწორ ხალხს ვერ ეგუება ადამიანი... როცა თავად აქვს შიგნით ცბიერება. ჩემი სიკეთე და ფუნქცია მივიყვანე ბოლომდე... სუფთა ვარ ძალიან,“ - წერდა პაიჭაძე.გადაცემა „სარკასტიკიდან“, მოდელ ალექსანდრა პაიჭაძეს გიორგი ნაზღაიძე დაუკავშირდა, რომელმაც პირად ცხოვრებასა და ყოფილ მეუღლეზე კითხვები დაუსვა.მცირე ამონარიდი ინტერვიუდან- შენზე ვნახეთ ვიდეო, სადაც იძახი, რომ შენს გვერდით კაცი ნავარჯიშები უნდა იყოსო. შენი ბოლო მეუღლე (დავით კოდუა) რომელ დარბაზში დადიოდა?- ყოველდღე დადის უკვე წელიწადნახევარია, შეგიძლიათ გადაამოწმოთ.- ტანზე რომ არ ეტყობა?- გახდილი ნანახი გყავს?- მე რატომ უნდა მყავდეს ნანახი?რატომ არ ეტყობა? მე მყავს ნანახი გახდილი და პროგრესშია. მუცელი არ აქვს, დელტები აქვს, პრესი აქვს და, მთავარია, ის აქვს მეტი რა გინდათ?- მე მგონი ისე დაახასიათა დაბრუნებას აპირებს...- არ ვაპირებ მასთან დაბრუნებას, თუმცა მიხარია, რომ ვარჯიშობს და კარგადაა. გავაახალგაზრდავე, ისეთ ვიდზეა, მე წავედი მისგან

ალექსანდრა პაიჭაძე

შოუბიზნესი 1768138962

ალექსანდრა პაიჭაძე მალდივებზე ისვენებს - ფოტოები

მოდელი და ინფლუენსერი ალექსანდრა პაიჭაძე მალდივებზე ისვენებს. როგორც ის წერს, ამჟამად მალდივებზე შვილთან ერთად ისვენებს.

ალექსანდრა პაიჭაძე

ტაბლოიდი 1767981472

PHOTO: ალექსანდრა პაიჭაძის შვილებთან ერთად გადაღებულმა ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა

ალექსანდრა პაიჭაძემ, ულამაზესი საშობაო ფოტოსესიიდან გამომწერებს ფოტოები გაუზიარა. მან შვილებთან ერთად სტუდიური ფოტოსესია მოაწყო და უამრავი კომპლიმენტიც დაიმსახურა.

მოდელი

ტაბლოიდი 1765730629

ალექსანდრა პაიჭაძე მიმართვას ავრცელებს

მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე მიმართვას ავრცელებს.„შეიძლება არ მოსწონხარ, მაგრამ გიყურებენ, გიყურებენ მშიერი მტაცებლებივით, ლუპით და პირღია გაკვირდებიან, არ სჯერათ, რომ მართლაც ეგეთი გადარეული ხარ, ან მართლაც ძალიან კარგი ხარ. ჰოდა, შოუ დაუდგი ყოველთვის, არ მოგბეზრდეს, არ დაგეზაროს, არ დაიშურო, დიდი სტიმულია….ცხოვრება ერთი განსაკუთრებული სანახაობაა და ისიამოვნე ამ ეფექტურობით!!!! ცხენის წელში მინდა მაგ ცხენს მოვახტე და ისე გავიქროლო ამ ჩექმებით. თქვენ რა გეგმები გაქვთ?! მიყვარხართ“, – წერს ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში

ალექსანდრა პაიჭაძე

ტაბლოიდი 1765656810

ალექსანდრა პაიჭაძე მიმართვას ავრცელებს

მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე მიმართვას ავრცელებს.„შეიძლება არ მოსწონხარ, მაგრამ გიყურებენ, გიყურებენ მშიერი მტაცებლებივით, ლუპით და პირღია გაკვირდებიან, არ სჯერათ, რომ მართლაც ეგეთი გადარეული ხარ, ან მართლაც ძალიან კარგი ხარ. ჰოდა, შოუ დაუდგი ყოველთვის, არ მოგბეზრდეს, არ დაგეზაროს, არ დაიშურო, დიდი სტიმულია.... ცხოვრება ერთი განსაკუთრებული სანახაობაა და ისიამოვნე ამ ეფექტურობით!!!!ცხენის წელში მინდა მაგ ცხენს მოვახტე და ისე გავიქროლო ამ ჩექმებით. თქვენ რა გეგმები გაქვთ?! მიყვარხართ“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში.

პაიჭაძე

ტაბლოიდი 1764878841

ალექსანდრა პაიჭაძე მიმართვას ავრცელებს

მას შემდეგ, რაც ალექსანდრა პაიჭაძემ პირადი ცხოვრების დეტალები საჯაროდ გამოიტანა, მის მიმართ საზოგადოების ინტერესი არ წყდება. ამჯერად, ფოტომოდელმა ნეგატიური კომენტარების ავტორებს მიმართა.„მე ლამაზი ფოტოსესიებიდან ლამაზ ფოტოებს გიზიარებთ და თქვენ ნეგატივით და განსჯით, ხვდებით... თუმცა, ყველაფერზე ასე ხართ, მე არაფერ შუაში ვარ. უბრალოდ მოგიხდებათ უფრო მეტად სხვანაირი მდგომარეობა, ისწავლეთ მოდუნება და მიღება რაღაცების, ის, რაც უცხოა და თუნდაც, სასურველი და არ გაქვს, ან ვერ ბედავ გააკეთო, უბრალოდ დაუშვით და გაატარეთ ღიმილით...მე ასე ვშვრები და ამიტომ ვარ წყნარი, მშვიდი, მიმზიდველი და მაგ მდგომარეობიდან როცა მაკვირდებით, გამაღიზიანებელი. მომბაძეთ, იყავით ლაღი და მადლიერი, ნამდვილი მშვილდოსანივით. ძალიან მომინდა მეთქვა ამდენი ნეგატივის მერე.. გკოცნით,“ - წერს პაიჭაძე.

ალექსანდრა პაიჭაძე

ტაბლოიდი 1764622877

„იცის, რომ მიყვარდა, მართლა... ვერ მოერგო ჰარმონიას. ვფიქრობ, განიცდის“ - ალექსანდრა პაიჭაძე

ალექსანდრა პაიჭაძის განცხადებას, რომ ბიზნესმენ დავით კოდუას დედამ, შვილებთან ერთად, სახლიდან გააგდო, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გამომწერის შეტყობინებაზე - „ძალიან კარგი ქენი, ყველას დაუმტკიცე, რომ ფულის გამო არ იყავი მასთან და გიყვარდა“  მას ასეთი პასუხი აქვს:„არავის არაფერს ვუმტკიცებ. უთქმელად მეკუთვნის ყველაფერი ჩემი მამაკაცისგან... თავად იცის, რომ მიყვარდა მართლა და ვერ მოერგო ჰარმონიას, ეგაა მთავარი. ყველაზე კარგი და ერთგული მეგობარი დაკარგა, ვფიქრობ, ამას განიცდის ყველაზე მეტად და მესმის. არ ჰყავს გვერდით ნამდვილი მეგობრები... სულ გამომძალველები, აფერისტები და მოსარგებლეები. მე ეგეთი მათ შორის, ყველაზე ნაკლებად ვიყავი, ხედავდა და ვრჩები... ჩემი დაკვირვებით, სწორ ხალხს ვერ ეგუება ადამიანი... როცა თავად აქვს შიგნით ცბიერება. ჩემი სიკეთე და ფუნქცია მივიყვანე ბოლომდე... სუფთა ვარ ძალიან,“ - წერს პაიჭაძე.ასევე ნახეთ: „ეგ, ჩემი ბინაა... მე ბინიდან არავინ გამიგდია...“ - ლაურა ღაჭავა