Jessie J-ს მკერდის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

შოუბიზნესი 1751969202

Jessie J-მ სიმსივნე დაამარცხა

ბრიტანელმა მომღერალმა Jessie J-მ განაცხადა, რომ სიმსივნე დაამარცხა. თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მან თაყვანისმცემლებს ემოციური ვიდეოთი შეატყობინა.მომღერალმა განმარტა, რომ 23 ივნისს მასტექტომია ჩაიტარა, შემდეგ ჩატარებულმა ანალიზებმა კი დაადგინა, რომ სიმსივნე სხვა ორგანოებზე არ გავრცელებულა და ახლა ის ონკოლოგიური დაავადებისგან თავისუფალია. მისივე თქმით, ტესტების შედეგების გაცნობის შემდეგ ის ბედნიერებისგან ტიროდა.37 წლის მომღერალმა თაყვანისმცემლებს დიაგნოზის შესახებ Instagram-ზე ივნისის დასაწყისში გამოქვეყნებული ვიდეოთი აცნობა და დაწერა, რომ ექიმებმა დაავადება ადრეულ ფაზაში აღმოაჩინეს.

კვირიკე

საზოგადოება 1751956765

„გული გამისკდეს ლამის“ - ცნობილია, ავარიის შედეგად დაღუპული 17 წლის ბიჭის ვინაობა

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.პეკინის ქუჩაზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც მოტოციკლის მძღოლმა, 17 წლის ბიჭმა მძიმე დაზიანებები მიიღო. ის კვი­რი­კე ოდი­შე­ლი­ძეა.სამწუხაროდ, ექიმებმა არასრულწლოვნის გადარჩენა ვერ შეძლეს.„ვერ ვიჯერებ, არც კი ვიცი როგორ შეიძლება განუგეშოთ. საყვარელი კვირიკე“„რამხელა ტკივილი ხარ კვირიკე...“

პოლიცია ლენტა

შემთხვევა 1751919367

მძიმე ავარია თბილისში - დაღუპულია 17 წლის ბიჭი

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.პეკინის ქუჩაზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც მოტოციკლის მძღოლმა, 17 წლის ბიჭმა მძიმე დაზიანებები მიიღო.ექიმებმა არასრულწლოვნის გადარჩენა ვერ შეძლეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

მკვლელი

მსოფლიო 1751653161

„ისეთი სცენარი გაათამაშა, თითქოს ბავშვი აუზში დაიხრჩო...“ - 4 წლის შვილის მკვლელობისთვის დედა დააკავეს (უცხოეთი)

აშშ-ში, პედიატრი 4 წლის ქალიშვილის მკვლელობის გამო დააკავეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.გამოცემის ცნობით, მას ბრალი წაუყენეს პირველი ხარისხის მკვლელობაში.როგორ ირკვევა, ქალმა შვილი მოკლა, შემდეგ კი ისეთი სურათი დახატა, თითქოს ბავშვი დაიხრჩო. პოლიციამ ბავშვი საცხოვრებელ სახლში, აუზში იპოვა და საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ქალმა პოლიციას განუცხადა, რომ მას და მის ქალიშვილს ეძინათ, როდესაც დაახლოებით დილის 3:20 საათზე ხმამაღალი ხმაური გაიგონა. მან სამართალდამცველებს განუცხადა, რომ როდესაც გაიღვიძა, შენიშნა, რომ ოთახში კარი ღია იყო და როგორც კი გარეთ გავიდა, ქალიშვილი წყალში დაინახა.მან თქვა, რომ დახმარების გამოძახებამდე, რადგან ცურვა არ იცოდა, თავად სცადა ქალიშვილის გადარჩენა. ზარი დაახლოებით დილის 3:40 საათზე განხორციელდა.ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ბავშვის ფილტვებში წყალი არ აღმოჩნდა, რამაც დედის ვერსია დახრჩობის შესახებ უარყო. სამაგიეროდ, ექიმებმა აღმოაჩინეს „პირის ღრუში ჭრილობები და ლოყებზე სილურჯეები“, რომლებიც არ უკავშირდებოდა აუზიდან ამოყვანის შემდეგ გაწეულ სასიცოცხლო მომსახურებას.გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერ არ არის დადგენილი. თუმცა, დაპატიმრების ორდერში ნათქვამია, რომ „დაზიანებები შეესაბამება დახრჩობით მიყენებულ ასფიქსიას“.

ავარია

საზოგადოება 1751445696

„გაგვიფრინდნენ ანგელოზები, არ დატოვეს ერთმანეთი... დედათქვენს რა ეშველება...“ - იმერეთში, ტრაგიკულად დაღუპულებს გლოვობენ

ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაღუპულებს გლოვობენ. მძიმედ არის გარდაცვლილი 2 მცირეწლოვნის დედა, რომელიც ქუთაისში, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და სიცოცხლისთვის იბრძვის.„ვაიმე, ღმერთო... პრინცესები იყავით ანგელოზებად იქეცით, დედათქვენს რა ეშველება... გული მეწვის, ასეთი ანგელოზები გაგვიფრინდნენ,  არ დატოვეს ერთმანეთი... სიტყვებს ვერ ვპოულობ, რამდენს ვლოცულობდი, რომ გადარჩენილიყვნენ... მებრალებით ძალიან, მენანებით...“, - წერს ოჯახის ახლობელი.ცნობისთვის, ტრაგიკული შემთხვევა ზესტაფონში, თვრინი-ალავერდის პერიმეტრზე მოხდა. შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა კაცი და ერთი მცირეწლოვანი ადგილზე დაიღუპა, მეორე მცირეწლოვანი კი, კლინიკაში გარდაიცვალა.ექიმებმა მცირეწლოვნის გადარჩენა ვერ შეძლეს. მძიმედ არის ბავშვების დედაც, რომელიც ქუთაისში, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და სიცოცხლისთვის იბრძვის.როგორც ირკვევა, ისინი ბათუმიდან სტუმრად, დასთან მიდიოდნენ.

ლენტა

შემთხვევა 1751443020

„გუშინ უნდა ეთქვათ დედისთვის...“ - ზესტაფონში დატრიალებულ ტრაგედიაზე ოჯახის ახლობელი საუბრობს

26 ივნისს, ზესტაფონში, თვრინი-ალავერდის პერიმეტრზე, ავარია მსხვერპლით დასრულდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა კაცი და ერთი მცირეწლოვანი ადგილზე დაიღუპა, მეორე მცირეწლოვანი კი, კლინიკაში გარდაიცვალა.ექიმებმა მცირეწლოვნის გადარჩენა ვერ შეძლეს. მძიმედ არის ბავშვების დედაც, რომელიც ქუთაისში, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და სიცოცხლისთვის იბრძვის.რო­გორც ცნო­ბი­ლია, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან დათო არ­ში­ლა­ვა და მისი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი. „გონს რომ მოვიდა, ბავშვები მოიკითხა – მიმიხედეთო. არ იცის, რომ არც ერთი შვილი აღარ ჰყავს. ერთი გოგონა 4 წლის იყო, მეორე კი, ჯერ 3 წლისაც არ იყო. ეს სამწუხარო ამბავი გუშინ უნდა ეთქვათ დედისთვის, მაგრამ დამძიმდა და ექიმმა ოჯახს ურჩია, არ ეთქვათ, ვერ გადაიტანსო”, – ამბობს ოჯახის ახლობელი.მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ბჯ

საზოგადოება 1751435638

,,გონს რომ მოვიდა, ბავშვები მოიკითხა…” - იმერეთში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

26 ივნისს, ზესტაფონში, თვრინი-ალავერდის პერიმეტრზე, ავარია მსხვერპლით დასრულდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა კაცი და ერთი მცირეწლოვანი ადგილზე დაიღუპა, მეორე მცირეწლოვანი კი, კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმებმა მცირეწლოვნის გადარჩენა ვერ შეძლეს. მძიმედ არის ბავშვების დედაც, რომელიც ქუთაისში, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და სიცოცხლისთვის იბრძვის.„გონს რომ მოვიდა, ბავშვები მოიკითხა – მიმიხედეთო. არ იცის, რომ არც ერთი შვილი აღარ ჰყავს. ერთი გოგონა 4 წლის იყო, მეორე კი, ჯერ 3 წლისაც არ იყო. ეს სამწუხარო ამბავი გუშინ უნდა ეთქვათ დედისთვის, მაგრამ დამძიმდა და ექიმმა ოჯახს ურჩია, არ ეთქვათ, ვერ გადაიტანსო”, – ამბობს ოჯახის ახლობელი.მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ავარია ზესტაფონში

შემთხვევა 1751399667

„მეორე ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა... დედა მძიმედაა და არ იცის, რომ არც ერთი შვილი აღარ ჰყავს...“ - იმერეთში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმებმა მცირეწლოვნის გადარჩენა ვერ შეძლეს. მძიმედ არის ბავშვების დედაც, რომელიც ქუთაისში, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და სიცოცხლისთვის იბრძვის.როგორც „პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელმა უთხრა, დედამ მომხდარ ტრაგედიაზე არაფერი იცის.„მეუღლე და ორი გოგონა დაეღუპა, თვითონაც მძიმედ დაშავდა. გონს რომ მოვიდა, ბავშვები მოიკითხა - მიმიხედეთო. არ იცის, რომ არც ერთი შვილი აღარ ჰყავს... ერთი გოგონა 4 წლის იყო, მეორე კი, ჯერ 3 წლისაც არ იყო. ეს სამწუხარო ამბავი გუშინ უნდა ეთქვათ დედისთვის, მაგრამ დამძიმდა და ექიმმა ოჯახს ურჩია, არ ეთქვათ, ვერ გადაიტანსო...“.26 ივნისს, ზესტაფონში, თვრინი-ალავერდის პერიმეტრზე, ავარია მსხვერპლით დასრულდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა კაცი და ერთი მცირეწლოვანი ადგილზე დაიღუპა, მეორე მცირეწლოვანი კი, კლინიკაში, გუშინ გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მათე

საზოგადოება 1751367478

ცნობილია 16 წლის ბიჭის ვინაობა, რომელიც ხონში ავარიას ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ხონის მუნიციპალიტეტში მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპული ბიჭი 16 წლის მათე ლეთოდიანია.მოზარდი მოტოციკლს მართავდა და ელექტრობოძს შეეჯახა. არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოხერხდა.ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ხონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ივანდიდში მცხოვრებია.„სიცოცხლით სავსე, ჯანმრთელი ბიჭი აღარ არის ჩვენს გვერდით — დიდი დანაკლისი და ენით აღუწერელი ტკივილია“,- წერენ სოციალურ ქსელში.შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

ავარია

სამართალი 1751365514

ტრაგედია ხონში - მძიმე ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ხონის მუნიციპალიტეტში მსხვერპლი მოჰყვა.16 წლის მოზარდი მოტოციკლს მართავდა და ელექტრობოძს შეეჯახა.არასრულწლოვანი საავადმყოფოში  გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ხონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ივანდიდში მცხოვრებია.“ხონში დატრიალებულმა ტრაგედიამ კიდევ ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. სიცოცხლით სავსე, ჯანმრთელი ბიჭი აღარ არის ჩვენს გვერდით — დიდი დანაკლისი და ენით აღუწერელი ტკივილია. გულსატკენია, რომ წარსულის მწარე გამოცდილებამ საკმარისად არ დაგვაფიქრა და სიფრთხილისკენ არ მოგვიწოდა.ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გარდაცვლილის ოჯახისა და მეგობრების მიმართ.გთხოვთ ყველას — ვიყოთ ფხიზლად! თითოეულმა წინდახედულმა ნაბიჯმა შეიძლება სიცოცხლე გადაარჩინოს”,- აღნიშნულია ხონის მერიის განცხადებაში.

მამა

მსოფლიო 1750969382

რა ჩვენება მისცა მამაკაცმა, რომელმაც აეროპორტში 2 წლის ბიჭი იატაკზე დაანარცხა და როგორია ბავშვის მდგომარეობა

რამდენიმე დღის წინ, შერემეტიევოს აეროპორტის ბარგის მიღების ზონაში, 31 წლის ბელორუსის მოქალაქე ვლადიმირი, რომელიც კაიროდან ჩავიდა, მოულოდნელად თავს დაესხა იქვე მდგომ ორი წლის ბიჭს. დამნაშავე ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მან ბავშვი ხელში აიყვანა და საოცარი ძალით იატაკზე დაანარცხა. ბავშვმა დარტყმისგან მყისიერად დაკარგა გონება. საავადმყოფოში ექიმებმა მას თავის ტვინის მძიმე დაზიანებები დაუდგინეს, მათ შორის - პარიეტალური და კეფის ძვლების ღია მოტეხილობა, ასევე თავის ქალას ფუძის სახიფათო მოტეხილობა. თავდამსხმელს ბრალი წაუყენეს.შერემეტიევოს აეროპორტში აგრესიული მგზავრის ქმედებების შედეგად დაშავებული ბიჭის მამამ, მოჰამედ შაჰიმ მოჰამედ აფზალმა, მისი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მამაკაცის თქმით, ბავშვს შეუძლია ხელებისა და ფეხების მოძრაობა, მაგრამ თვალები დახუჭული რჩება. ჯერ პროგნოზები არ არსებობს, აღდგენას დრო დასჭირდება.„ჯერ არაფერი შეცვლილა. ექიმს ერთი საათის წინ ვესაუბრე. მხოლოდ ლოდინი რჩება. მითხრეს, რომ მედიკამენტები შეუცვალეს და შეხედავენ, რა მოხდება. ხელებსა და ფეხებს ამოძრავებს, მაგრამ თვალებს არ ახელს“, - თქვა მან.ბელორუსის მოქალაქე, რომელმაც შერემეტიევოში ბავშვი იატაკზე დააგდო, სასამართლოში უკიდურესად შეუფერებლად იქცეოდა, იუწყება Life.ru-ს კორესპონდენტი სასამართლო დარბაზიდან. დაცვის მხარემ ჟურნალისტებს მოუწოდა, არ დაესვათ რთული კითხვები და განაცხადა, რომ მას პასუხის გაცემის შესაძლებლობა  არ ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი დაკავებიდან თითქმის ერთი დღე იყო გასული.ბრალდებულმა ბიჭს ჯანმრთელობა უსურვა, თუმცა შემდეგ უარი თქვა დანაშაულის აღიარებაზე და მოითხოვა, რომ დახვრიტონ ისინი, ვინც „ამის გაკეთება დაავალეს“. ვლადიმერმა თავისთვის ნაკლებად მკაცრი სასჯელი აირჩია: სასჯელაღსრულების კოლონიაში მუშაობა.„ყველა დაპატიმრებულია. ამის ჩამდენებს დახვრეტენ. მე? არა, ციხეში გამგზავნიან სამუშაოდ. „კონტროლის ქვეშ, პატიმრობის ქვეშ“, - აღნიშნა ვლადიმერმა. 

სალომე კაპანაძე

საზოგადოება 1750953886

„გარეთ გასვლისას წინასწარ ვიწყებდი ნერვიულობას“ - როგორ დაძლია შფოთვითი აშლილობა სალომე კაპანაძემ

სალომე კაპანაძე ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება, როგორ გამოიარა მძიმე პერიოდი, როცა ექიმმა შფოთვითი აშლილობის დიაგნოზი დაუსვა.„სპეციალისტის დახმარებით დავადგინე, რომ შფოთვითი აშლილობა მქონდა. შემდეგ დამეწყო სოციალურ შფოთვითი აშლილობა, რაც ჩემი ტიპაჟის ადამიანისთვის წარმოუდგენელია. ძალიან დიდი ხანია, კამერების წინ ვდგავარ, ყურადღების ცენტრში ვარ, სოციალურ ქსელში – აქტიური და ასეთი რამ დამემართა. სახლიდან ვერ გავდიოდი, ხალხთან ურთიერთობის შიში დამეწყო.გარეთ გასვლისას წინასწარ ვიწყებდი ნერვიულობას, არარსებული და არარეალური შიშები მქონდა. თავიდან ძალიან დავიბენი, შემეშინდა, რადგან არანაირი ინფორმაცია არ მქონდა ამ მდგომარეობაზე. მეგონა, ბოლო წერტილი იყო, გაგიჟდებოდი. მერე დიაგნოზი კი გავიგე, მაგრამ ჩვენს ექიმებში აქაც ძალიან დიდ იმედგაცრუებას წავაწყდი, უარესი დამმართეს.ბობღვით მივდიოდი გაკითხვით შერჩეულ ტოპექიმებთან. თვალებიდან ძლივს ვიყურებოდი, როცა დახმარებასვთხოვდი, მაგრამ მათგან ისეთი დახმარება მივიღე, რომელიც ჯობდა, საერთოდ არ მიმეღო. მკურნალობამაც უფრო ცუდად გამხადა და მათი მიდგომებიც ძალიან ცუდი იყო. თან, ერთ ექიმთან არ ვყოფილვარ, რამდენიმესთან მივედი და საბოლოოდ, ექიმებმა კი არა, ისევ საკუთარმა თავმა მიშველა. საკუთარ თავს დავაძალე,მეკეთებინა ის, რისი გაკეთებაც არ მინდოდა.გამოსავალს ამაში ვხედავდი. ძალით დავიწყე მეგობრებთან შეხვედრეები და ამ თემაზე ლაპარაკი. ყველაფერზემეტირებოდა. არ მინდოდა, ვინმეს გიჟი ვგონებოდი, არ მინდოდა, ვინმეს ჩემი ცუდად ყოფნა შეეტყო, ამაზე ფიქრი ძალიან მძაბავდა. ვფიქრობდი, რომ გამოვჯანმრთელდებოდი და ისევ დავუბრუნდებოდი ჩემი ცხოვრების რიტმს, მაგრამ ეს პროცესი ძალიან გაიწელა და ამ მდგომარეობიდან გამოსვლა ისევ ჩემით მოვახერხე და არა ჩვენი ექიმების დახმარებით. ძალიან ბევრი წავიკითხე, უამრავ ვიდეოს ვუყურე, ბევრი ადამიანის გამოცდილება მოვისმინე და ვეცადე, სწორი გზა მეპოვა ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად.ბუნებასთან სიახლოვე, ფეხით სიარული და არაერთი მსგავსი გზა დამეხმარა და ისევ ჩემი დამსახურებაა, რომფეხზე ვდგავარ. ჩემი ხასიათი ძალიან მეხმარება. ხელის ჩაქნევა არ მჩვევია. პირიქით, ქვესკნელშიც რომ ვიყო, იქიდანაც შევეცდები ამოსვლას.