ცნობილია 16 წლის ბიჭის ვინაობა, რომელიც ხონში ავარიას ემსხვერპლა

მათე

ავტოსაგზაო შემთხვევას ხონის მუნიციპალიტეტში მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპული ბიჭი 16 წლის მათე ლეთოდიანია.

მოზარდი მოტოციკლს მართავდა და ელექტრობოძს შეეჯახა. არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოხერხდა.

ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ხონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ივანდიდში მცხოვრებია.

„სიცოცხლით სავსე, ჯანმრთელი ბიჭი აღარ არის ჩვენს გვერდით — დიდი დანაკლისი და ენით აღუწერელი ტკივილია“,- წერენ სოციალურ ქსელში.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.