1751399667
ილონ მასკი პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებს, თუ კონგრესი ქვეყნის ბიუჯეტის კანონპროექტს დაამტკიცებს

მილიარდერი ილონ მასკი პოლიტიკურ პარტიას შექმნის, თუ კონგრესი ქვეყნის ბიუჯეტის კანონპროექტს დაამტკიცებს.
მასკის განცხადებით, ამ კანონპროექტის გიჟური ხარჯვითი ნაწილით, რომელიც ვალის ლიმიტს რეკორდულად, ხუთი ტრილიონი დოლარით ზრდის, აშკარაა, რომ ქვეყანა ერთპარტიულ ქვეყანაში ცხოვრობს.
„დროა, შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც რეალურად იზრუნებს ხალხზე. კონგრესის ყველა წევრმა, ვინც სამთავრობო ხარჯების შემცირების კამპანია წამოიწყო და შემდეგ მაშინვე ისტორიაში ვალის ყველაზე დიდ ზრდას მისცა ხმა, თავი უნდა დახაროს სირცხვილისგან. ისინი მომავალ წელს პრაიმერებს წააგებენ, თუნდაც ეს დედამიწაზე უკანასკნელი რამ იყოს, რასაც გავაკეთებ. თუ ეს გიჟური ხარჯვის კანონპროექტი დამტკიცდება, ამერიკის პარტია მეორე დღესვე ჩამოყალიბდება. ჩვენს ქვეყანას სჭირდება დემოკრატულ-რესპუბლიკური ერთპარტიულობის ალტერნატივა, რათა ხალხს რეალურად ჰქონდეს ხმა“, – განაცხადა ილონ მასკმა.