Jessie J-მ სიმსივნე დაამარცხა

Jessie J-ს მკერდის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

ბრიტანელმა მომღერალმა Jessie J-მ განაცხადა, რომ სიმსივნე დაამარცხა. თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მან თაყვანისმცემლებს ემოციური ვიდეოთი შეატყობინა.

მომღერალმა განმარტა, რომ 23 ივნისს მასტექტომია ჩაიტარა, შემდეგ ჩატარებულმა ანალიზებმა კი დაადგინა, რომ სიმსივნე სხვა ორგანოებზე არ გავრცელებულა და ახლა ის ონკოლოგიური დაავადებისგან თავისუფალია. მისივე თქმით, ტესტების შედეგების გაცნობის შემდეგ ის ბედნიერებისგან ტიროდა.

37 წლის მომღერალმა თაყვანისმცემლებს დიაგნოზის შესახებ Instagram-ზე ივნისის დასაწყისში გამოქვეყნებული ვიდეოთი აცნობა და დაწერა, რომ ექიმებმა დაავადება ადრეულ ფაზაში აღმოაჩინეს.