ინდოეთის გუჯარათის შტატში საავტომობილო ხიდის ჩანგრევას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

საავტომობილო ხიდის ჩანგრევა

ინდოეთის გუჯარათის შტატში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი პირი.

ხიდის ჩანგრევის შედეგად მდინარე მაჰისაგარში რამდენიმე ავტომობილი ჩავარდა.

შემთხვევა ქალაქ ვადოდარაში, დილის პიკის საათის დროს მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, ხიდს ოთხი მანქანა, მათ შორის ორი სატვირთო კვეთდა, როდესაც ის მოულოდნელად ჩამოინგრა. ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო ჯგუფები, პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.