საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობს

ჭიჭინაძის სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობს.

სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა გრძელდება.

დაკავებულებს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. საქმე 225-ე მუხლით არის აღძრული.

დანაშაული 4-იდან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.