„ზოგი ცხელსაც ჭამს... ყველაზე მავნებელია“ - რომელ პროდუქტზე საუბრობს არუნ ხათრი

არუნ ხათრი

„გვანცას პოდკასტს“ არუნ ხათრი სტუმრობდა. გადაცემაში მან წამყვანის კითხვას უპასუხა და ისაუბრა ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროდუქტზე, რომლის ხშირი და განსაკუთრებით ცხელი სახით მირთმევაც, მისი შეფასებით, არასასურველია.

არუნ ხათრის თქმით, საუბარია თონის პურზე, რომელსაც მისი აზრით, დიდი რაოდენობით მარილი აქვს.

„ყველაზე ბევრი რაც იჭმევა და ყველაზე მავნებელი რაც არის - თონის პური. უზომოდ მარილი აქვს. ზოგი ცხელსაც ჭამს, ეს კატასტროფაა. არავინ იცის, რამდენი მარილია შიგნით“, - განაცხადა მან.

„ინსულინი იმატებს ცხელი პურის ჭამით, შაქრით, სწრაფი ნახშირწყლების ჭამის შემთხვევაში. ყველას არ ემატება. ერთი ადამიანი ჭამს ყველაფერს, მაგრამ შემდეგ მიდის და ვარჯიშობს. ვინც ჭამის მერე სახლში წევს, მისი ქოლესტერინი მოიმატებს“,- ამბობს ის.

მისივე განმარტებით, ორგანიზმში ზედმეტი ენერგიის დაგროვება შესაძლოა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაგრძელდეს და ჯანმრთელობაზე გავლენა იქონიოს.

„საჭმელი არის ენერგია, მერე ის უნდა დახარჯო. თუ არ დახარჯავ, შეინახავს ღვიძლი, მაგრამ არა ერთ დღეში. ღვიძლის გაცხიმოვნებას წლები სჭირდება, ეს კი დიაბეტით დამთავრდება“, - განაცხადა არუნ ხათრიმ.

✕