ზელენსკიმ ნინო ქათამაძე პრინცესა ოლგას ორდენით დააჯილდოვა

ზელენსკიმ ნინო ქათამაძე პრინცესა ოლგას ორდენით დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომღერალი ნინო ქათამაძე პრინცესა ოლგას ორდენით დააჯილდოვა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

განკარგულების თანახმად, ნინო ქათამაძეს ჯილდო "სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის, უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მსოფლიოში უკრაინის სახელმწიფოს პოპულარიზაციისთვის" გადაეცა.

ცნობისთვის, რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ ქათამაძემ დააარსა ფონდი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად. ნინო ქათამაძე ხშირად მართავს საქველმოქმედო კონცერტებს კიევში.