დღეს შობის მარხვა დაიწყო - კვების კალენდარი, ნებადართული პროდუქტები და მნიშვნელოვანი თარიღები
1795859867
ქართული მოდის სახლს SHARRINI, Emirates Fashion Week 2026-ის ფარგლებში, წლის საუკეთესო ბრენდის ტიტული მიენიჭა.
ჯილდო კომპანიის სახელით მისმა დამფუძნებელმა და კრეატიულმა დირექტორმა, მარიკა შარაბიძემ მიიღო. ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება SHARRINI-ს გამორჩეულ სტილს, მაღალ ხარისხსა და უნიკალურ დიზაინერულ ხედვას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
2026 წლის 20–22 ნოემბერს დუბაიში გამართულ საერთაშორისო მოდის კვირეულზე SHARRINI დიზაინერ მარიკა შარაბიძის ახალი კოლექციით წარსდგა. პრემიუმ ხარისხის მოდის ბრენდის მთავარი ხელწერა ხელით შესრულებული ნაქარგები და უნიკალური დეკორატიული დეტალებია. ჩვენებას მუსიკალურად ქართული დუეტის EAST DUO-ს კომპოზიცია „ჩუბინა“ აფორმებდა.
Emirates Fashion Week-ი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის დიზაინერებსა და მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებს აერთიანებს.
აღნიშნულ ღონისძიებაში SHARRINI-ს მონაწილეობა ქართული ბრენდის ცნობადობის გაზრდასა და საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში ახალი კავშირების დამყარებას უწყობს ხელს.


