ლოცვა, რომელიც ღვთისმშობლობას უნდა წაიკითხოთ
1789935948
რუსთავი 2-ის გადაცემა „შუადღის“ ეთერში ფსიქოლოგმა რუსო კილაძემ მშობლებს შვილებთან ურთიერთობისა და ბავშვებში სტრესის მართვის შესახებ საინტერესო რეკომენდაციები გაუზიარა.
ფსიქოლოგის თქმით, ბავშვებს გარკვეული თავისუფლება აუცილებლად უნდა ჰქონდეთ, თუმცა ეს თავისუფლება არ უნდა გავრცელდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მისივე შეფასებით, ბავშვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტაბილური ყოველდღიური რეჟიმი, რომელიც მას უსაფრთხოების განცდას უქმნის.
მისი განმარტებით, როდესაც მშობელი მხოლოდ საბოლოო შედეგზეა ორიენტირებული და ნაკლებ ყურადღებას აქცევს პროცესს, ბავშვი შესაძლოა მიზნის სწრაფად მისაღწევად სხვადასხვა გზას მიაგნოს და ძალისხმევის მნიშვნელობა ვერ გააცნობიეროს.
„ბავშვები არიან ძალიან მოქნილები და ადაპტურები. ძალიან მარტივად ხვდებიან თქვენი მიმიკით რა გჭირდებათ - მამას როგორ უთხრას, დედას როგორ უთხრას. რა ფორმით და ა.შ. თუ მხოლოდ შედეგზე ვიქნებით ორიენტირებული, იგი მოიფიქრებს აუცილებლად რაღაც მეთოდს. შედეგს მიიღებს მალე, მაგრამ არ ჩადებს ძალისხმევას. ძალისხმევით მიიღწევა ყველაფერი. ყველაზე მკაცრი მშობლები ზრდიან ყველა მატყუარა შვილებს. ყველაზე ლმობიერი მშობლები უპასუხისმგებლო შვილებს.