საბედისწერო დოკუმენტი! - ცნობილი ხდება რა გახდა „იაპონჩიკის“ და „მახოს“ დაპირისპირების მიზეზი
1790279385
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 ან ნაკლებია, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე საფასურის 50%-ის გადახდისგან გათავისუფლებაა გათვალისწინებული.
შეღავათი ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება არ აქვთ.
კერძოდ, პირი 50%-იანი შეღავათით ისარგებლებს თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად, პირველადი დაშვებისას. თუ თეორიულ გამოცდას პირველივე ჯერზე წარმატებით ჩააბარებს, შეღავათი ასევე გავრცელდება პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე - საგამოცდო მოედანზე.
გარდა ამისა, 50%-იანი შეღავათი გათვალისწინებულია პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზეც, თუმცა ამისთვის აუცილებელია, რომ პირმა თეორიული გამოცდა პირველივე დაშვებისას წარმატებით ჩააბაროს და პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპიც პირველივე ჯერზე წარმატებით გადალახოს.
შეღავათით სარგებლობის პირობები და დაშვების რაოდენობა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით განისაზღვრება.
შესაბამისად, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის, რომლებიც გამოცდებს წარმატებით აბარებენ, მართვის მოწმობის მიღებასთან დაკავშირებული გარკვეული ხარჯების შემცირებაა შესაძლებელი.