„მიცვალებულისთვის სუფრას რომ აკეთებ, თუ გინდა მის სულს დაეხმარო, ფული აღარ უნდა აიღო“ - მამა ლევანი

მამა ლევანი

მიცვალებულის სულისთვის სუფრის გაკეთებას გაჭირვებულთა დაპურება სჯობს - ამის შესახებ კასპის წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლევან ფხალაძე წერს და 26 სექტემბერს საქველმოქმედო სუფრას აწყობს.

„მიცვალებულისთვის სუფრას რომ აკეთებ, თუ გინდა, მის სულს დაეხმარო, ფული აღარ უნდა აიღო, თუ არ გაქვს საშუალება, ჯობია, 20 კაცი დაანაყრო მის სახელზე და არ აიღო ფული, ჩვენთან ეს ძალიან ცუდი წესია, ვითომ რამეს ვაკეთებთ, სტუმრები თვითონ თვითონ იხდიან სუფრისას.

26 სექტემბერს, შაბათს, დღის 2 საათზე, კასპში, რკინიგზის სადგურის დარბაზში, გვინდა დიდებული სუფრა გავაკეთოთ ასატრინა, ხაშლამა, ხიზილა, გოჭი, სათალი, ყველაფრით რა ეს კეთდება მიცვალებულის სულისთვის, ვინც მოვა გაჭირვებული, თუ ისე და მიირთმევს მიცვალებულს ძალიან შეეწევა, ამიტომ გთხოვთ, არავის მოგერიდოთ მოსვლა.

რა თქმა უნდა, ვისაც უჭირს მათი დაპურება უფრო დიდი საქმეა და გთხოვთ, უთხარით ასეთ ოჯახებს და გაავრცელეთ ეს ინფორმაცია. ვინც აპირებს მოსვლას, 24 სექტემბრამდე ყველამ უნდა მაცნობოს“, - წერს მოძღვარი.

✕