რა დაწერა ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა სოციალურ ქსელში
1792959838
ზურა კენჭიაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელებში „ზურა ბიძიასა“ და „Mr GOOD“-ის სახელით არის ცნობილი, აცხადებს, რომ თავს დაესხნენ.
როგორც მის მიერ გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, დაზიანებები ცხვირისა და თვალის არეში აქვს მიყენებული.
@kargiakargiakargia1971 #SIXSEVENGEORGIAGOODGOOD #FORIYOUGLOBAL #VIRAL67 #FYP ♬ оригинальный звук - MR.GOOD
„პრაიმტაიმს“ შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება 126-ე მუხლით არის დაწყებული. დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, გასულ თვეს, კენჭიაშვილი მოქალაქეების შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს. მისი დაკავება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებს მოჰყვა, რომლებშიც ის გამვლელებს, მათ შორის არასრულწლოვნებს უცენზურო სიტყვებით მიმართავდა და მათთან კონფლიქტში შედიოდა.
20-დღიანი პატიმრობის შემდეგ, მან ციხე გასულ კვირას დატოვა.
„ზურა ბიძია“ საზოგადოებისთვის მანამდეც იყო ცნობილი ვიდეოებით, რომლებშიც ბავშვებთან კომუნიკაცია და ფრაზა - „კარგია, კარგია, კარგია“ - ხშირად ფიგურირებდა. მისი ეს ქცევა სოციალურ ქსელებში არაერთხელ გამხდარა კრიტიკისა და განხილვის საგანი.