ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა
1778615615
2026 წლის 11 მაისი - ეს არის ისტორიული დღე, როცა საქართველომ 142-ე პატრიარქი აირჩია. ის შიო მესამეა.
გაფართოებული საეკლესიო კრება სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა. სამ კანდიდატს შორის, 22 ხმით პატრიარქად მეუფე შიო, პატრიარქის მოსაყდრე გამოარჩიეს.
მისი სრული ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
სამების საკათედრო ტაძრის ეზოდან გავრცელებულ ვიდეოკადრებს, სადაც პატრიარქს ქალი ეამბორა მხარზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
როგორც გაირკვა ეს ქალი - ლელა მუჯირია. პატრიარქის და, რომლის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი.
View this post on Instagram