VIDEO: „მცივანა კაცს ვერ ავიტან...“ - როგორი ბიჭები მოსწონს მოკრივე ელენე სიყმაშვილს

ელენე სიყმაშვილი

როგორი მამაკაცები მოსწონს და არ მოსწონს ელენე სიყმაშვილს - ამის შესახებ მოკრივე „დღის პოსტში“ საუბრობს.

აუცილებლად ზრდილობიანი უნდა იყოს და ქალის პატივისცემა იცოდეს. უნდა მოსწონდეს ჯანსაღი ცხოვრება და იყოს მოწოდების სიმაღლეზე. მის გვერდით, მე უფრო კაცური არ უნდა ვჩანდე. 

ძალიან არ მიყვარს, როდესაც კაცი ზარმაცია და დროს ვერ აკონტროლებს, უაზროდ ფანტავს. ძალიან არ მიყვარს სულ რომ სცივათ, გამათბობელთან რომ სხედან სულ, სახლიდან რომ არ გადიან, საშინელებაა ჩემთვის. კაცს პირველ, ორ საათამდე არ უნდა ეძინოს. მე დილით ვიღვიძებ, დავიწყო ჯანსაღი ცხოვრება, ჩემს თავს მოვუარო, ისიც უნდა ადგეს, არ უნდა იყოს საწოლში გამოჭიმული“, - ამბობს მოკრივე.

ვრცლად ↓