1748980445
საშუალოვადიან პერიოდში, საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანა კვლავ არის, უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკის მზაობა ევროკავშირის წევრობისთვის - ირაკლი კობახიძე

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებიდან გამომდინარე, საშუალოვადიან პერიოდში, საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანა კვლავ არის, უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკის მზაობა ევროკავშირის წევრობისთვის, – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს დღეს წარუდგინა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, ევროკომისიის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, მეორედ მოამზადა „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა“, ამჯერადმ 2025 − 2027 წლებისთვის.
მთავრობის ცნობით, პროგრამა მოწონებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 იანვრის №31 განკარგულებით და ევროკომისიას წარედგინა.
„აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ხარჯების საშუალოვადიანი დაგეგმვის ინსტრუმენტს კანდიდატი ქვეყნებისათვის“, – ნათქვამია დოკუმენტში.