1749042430
ერთა ლიგის ნახევარფინალში დღეს ერთმანეთს გერმანია და პორტუგალია დაუპირისპირდებიან

UEFA-ს ერთა ლიგის ა-დივიზიონის ნახევარფინალური შეხვედრები დღეს იღებს სტარტს. მიუნხენში გერმანიის ნაკრები პორტუგალიას უმასპინძლებს, ხვალ კი ერთმანეთს ესპანეთი და საფრანგეთი დაუპირისპირდებიან.
გათამაშების შემდეგი ეტაპი 8 ივნისს გაიმართება - ნახევარფინალებში დამარცხებული გუნდები ერთმანეთს მესამე ადგილისთვის შეებრძოლებიან, გამარჯვებულებს შორის კი იმავე დღეს ტურნირის ჩემპიონი გამოვლინდება.