VIDEO: ,,მამას გარდაცვალების შემდეგ ოცნება ავუხდინე" - ზურაბ ბაკურაძის ამღერებული შვილი

ანა ბაკურაძე

“ქართული ხმების” ტრაგიკულად დაღუპული მომღერლის, ზურა ბაკურაძის ოჯახის წევრები გადაცემა “ღამის პრაიმ ტაიმის” სტუმრები იყვნენ.

ანა ბაკურაძემ გადაცემაში ლუკა კობახიძესთან ერთად სიმღერა “მზის სხივები” შეასრულა.

,,მამასთან შედარებით მორიდებულად ვიყავი, რომ მისმენდა ვფიქრობდი, რომ უფრო კარგად უნდა გამომსვლოდა. რჩევებს მაძლევდა. ვმღეროდით ერთად ,,იებს". მამას რეპერტუარიდან განსაკუთრებით ,,კესანები" მომწონს. იმდენად ტკბილად ასრულებს, რომ ჩემთვის საოცრებაა ამის მოსმენა. როდესაც რამეზე ვნერვიულობ, ან რთული დღე მელოდება, არ არსებობს, რომ არ დამესიზმროს.

მისი გარდაცვალება იმდენად მძიმე იყო, რომ ყველაფერი მინდოდა გამეკეთებინა, რაც მას სურდა. როდესაც გარდაიცვალა, მე ვთქვი, რომ აუცილებლად ვიმღერებდი", – ამბობს ზურა ბაკურაძის შვილი.

მთავარი სიახლეები