„ქართული ოცნების“ პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს
13:32
ჯგუფის ,,ვეძებ", დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ ოჯახმა წლების წინ გარდაცვლილად გამოცხადებული შვილი იპოვა.
„მაშ ასე, კიდევ ერთი ნაპოვნი ოჯახი, კამოს მეორე სამშობიაროში დაბადებული და 3 დღეში გარდაცვლილად გამოცხადებული ბავშვი ვიპოვეთ. ბავშვი, რომელიც ჯერ დიღმის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მერე საქართველოდან რუსეთში და რუსეთიდან ამერიკაში გააშვილეს, დღეს ოჯახს დაუკავშირდა“, - წერს თამუნა მუსერიძე.