VIDEO: „90-იან წლებში ქალებმა გადაარჩინეს საქართველო... ჩემი ოჯახიც დედამ გადაარჩინა...“ - გიორგი ცინცაძე ოჯახზე

გიორგი ცინცაძე

 ჩემგან ყველაზე დიდი მადლობა დედას ეკუთვნის, - ამის შესახებ კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ „ნოესთან“ ისაუბრა.

„90-იან წლებში ქალებმა გადაარჩინეს საქართველო, ჩემი ოჯახი დედამ გადაარჩინა. დედა და მამა საკმაოდ პატარა ასაკში დაშორდნენ ერთმანეთს... შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული ოჯახი გვქონდა. შემდეგ „მხედრიონმა“ მამაჩემს ყველაფერი წაართვა.

იყო 10-წლიანი პერიოდი, როცა დედა ჩემთვის და ჩემი დისთვის ყველაფერს აკეთებდა... მადლობა საკმარისი არ არის, მთელი ცხოვრება უნდა დავუფასო.

მამა სხვა ოჯახში ცხოვრობდა, აღზრდაში მონაწილეობას არ იღებდა...“ - თქვა გიორგი ცინცაძემ.

ვრცლად ↓