VIDEO: „19 წლის გოგოს ავუგე წესი...მთელი ღამე არ მეძინა... ეგონათ გასართობად გაუშვეს და მიცვალებული მიუსვენეს“ - შალვა კეკელია

შალვა კეკელია

თბილისში, 19 წლის გოგოს მოულოდნელ გარდაცვალებას დეკანოზი შალვა კეკელია ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ ეთერში ეხმაურება. მისი განცხადებით, გარდაცვლილს წესი თავად აუგო და ნანახმა მასზე ძალიან რთულად იმოქმედა.

„19 წლის გო­გოს ავუ­გე წესი, ეს გოგო გარ­და­იც­ვა­ლა „ბა­სი­ან­ზე“, კლუ­ბუ­რი ნარ­კო­ტი­კით. ეს „ბა­სი­ა­ნი“ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ჯო­ჯო­ხე­თია. ეს გოგო მოკ­ლეს, კი არ გარ­და­იც­ვა­ლა. ასე კვდე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და ამა­ზე არა­ვინ სა­უბ­რობს. ეს ხომ მკვლე­ლო­ბაა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი. ამა­ზე საქ­მე არ აღ­ძრუ­ლა, ამა­ზე არა­ვის არა­ფე­რი გა­მო­უ­ძიებია. რა­ტომ არა­ვინ იძი­ებს ვი­სია ეს „ბა­სი­ა­ნი“? ვი­სია ეს აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის ბიზ­ნე­სი? რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ნად­გურ­დე­ბა, ის­პო­ბა. ამა­ზე ვინ­მე აკე­თებს გა­და­ცე­მებს? მშობ­ლებს უნდა ვუ­თხრა, თქვენს შვი­ლებს რო­გორ უშ­ვებთ იქ. კვი­რა არ გავა, რომ ტა­ძარ­ში ჩემ­თან 2 ადა­მი­ა­ნი მა­ინც არ მო­მიყ­ვა­ნონ კლუ­ბუ­რი ნარ­კო­ტი­კე­ბით ფსი­ქი­კუ­რად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი.

ამა­ზე სა­უ­ბა­რი არა­ვის არ უნდა. ამა­ზე არ კეთ­დე­ბა გა­და­ცე­მე­ბი. მინ­და მივ­მარ­თო ჟურ­ნა­ლის­ტებს, მოდი გა­ა­კე­თეთ ამა­ზე გა­და­ცე­მე­ბი. ახალ­გაზ­რდე­ბი გვე­ღუ­პე­ბა. მოდი ვი­მუ­შა­ოთ იმა­ზე, რომ ამ ახალ­გაზ­რდებს სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა მივ­ცეთ. გვახ­სოვს “ბა­სი­ა­ნი” რომ და­არ­ბი­ეს, მთე­ლი აქ­ცი­ე­ბი მო­ე­წყო. ამ დროს იქ ხალ­ხი იხო­ცე­ბა“,- ამბობს შალვა კეკელია.

ცნობისათვის, 28 იანვარს, კლუბ BASSIANI / HOROOM-ის ტერიტორიაზე 19 წლის გოგონა შეუძლოდ გახდა. არსებული ინფორმაციით, ის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. 

ასევე ნახეთ:

თამამად გამოხატეთ ემოციები, ოღონდ „ოქროს შუალედის“ დაცვა არ დაგავიწყდეთ – რას გვირჩევენ ვარსკვლავები

რომელი დღეები იქნება თებერვალში ყველაზე იღბლიანი და როდის გექნებათ შანსი წარმატებას მიაღწიოთ

რომელ ქვეყნებში აქვთ სექსი ყველაზე ხშირად? - ნახეთ, რეიტინგის სათავეში მყოფი Top-10 ქვეყანა