თამამად გამოხატეთ ემოციები, ოღონდ „ოქროს შუალედის“ დაცვა არ დაგავიწყდეთ – რას გვირჩევენ ვარსკვლავები

ფული ზოდიაქო

ზოდიაქოს ზოგიერთ ნიშანს, მწვანე დრაკონი, 2024 წელს პირად ცხოვრებაში წარმატებას ჰპირდება, ზოგს კი, შესაძლოა, ურთიერთობებში პრობლემები შეექმნას. ვარსკვლავები გვირჩევენ, არ მოგერიდოთ გრძნობების გამოხატვის და პარტნიორთან მაქსიმალურად გულწრფელი იყოთ. ზოგადად, ეს ჩაკეტილობის წელი არ არის – თამამად გამოხატეთ ემოციები, ოღონდ „ოქროს შუალედის“ დაცვა არ დაგავიწყდეთ.

ვერძი
თქვენი ვნება და ენერგია მომავალ წელს უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭება. ყურადღებას მიიპყრობთ თქვენი გულწრფელობით და სპონტანურობით. გელით, ახალი, საინტერესო ადამიანების გაცნობა, რაც თქვენი ურთიერთობეს უფრო სტაბილურს გახდის, მაგრამ ფრთხილად იყავით, არც ზედმეტი თავდაჯერებულობა ვარგა – გახსოვდეთ, რომ მხოლოდ თქვენი გრძნობების გამოხატვა კი არა, პარტნიორის მოსმენაც მნიშვნელოვანია. გადამწყვეტ სიტუაციებში, მოერიდეთ კონფლიქტებს.

კურო
თქვენი ურთიერთობა სტაბილურად განვითარდება, მაგრამ  ნუ მისცემთ უფლებას რუტინას თქვენს ურთიერთობებში შემოვიდეს. შეეცადეთ იყოთ საინტერესო და ვნებიანი იყოთ, ასევე, იყავით ფხიზლად, გაითვალისწინეთ პარტნიორის საჭიროებებიც.

ტყუპები
ეს წელი ხელსაყრელი იქნება ხანგრძლივი ურთიერთობების განვითარებისთვის, რაც თქვენი ზოდიაქოს ნიშანს მაინც და მაინც არ ხიბლავს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია… მაინც სიფრთხილეა საჭირო – არ არის აუცილებელი პარტნიორზე ზედმეტად დამოკიდებული იყოთ, ვინაიდან თქვენგან ყოველთვის მრავალფეროვნებას მოელიან. იპოვეთ ბალანსი ინტიმურ ურთიერთობასა და ინდივიდუალობის შენარჩუნებას შორის. შეეცადეთ არ დათრგუნოთ თქვენი გრძნობები, თუმცა, სასურველია, ზომიერების დაცვა.

კირჩხიბი
ეს წელი სავსე იქნება კომუნიკაციის შესაძლებლობებით, მაგრამ ფრთხილად იყავით ზედაპირული კავშირებისგან, ურთიერთობის გაღრმავებაზე ფოკუსირება სჯობს, რათა თავიდან აიცილოთ იმედგაცრუება. იყავით გულწრფელი პარტნიორის გრძნობების მიმართ და შეეცადეთ შეინარჩუნოთ უფრო ღრმა, სერიოზული კავშირები. წაიკითხეთ სრულად

ასევე წაიკითხეთ:

რომელი დღეები იქნება თებერვალში ყველაზე იღბლიანი და როდის გექნებათ შანსი წარმატებას მიაღწიოთ

რომელ ქვეყნებში აქვთ სექსი ყველაზე ხშირად? - ნახეთ, რეიტინგის სათავეში მყოფი Top-10 ქვეყანა

„40 ათასი დოლარი მქონდა თავმოყრილი...დასაჭერად ვერ გავიმეტე...” - თამთა კვარაცხელია

VIDEO: გია სურამელაშვილს დაბადების დღეზე 25 კარატიანი ტოპაზის ბეჭედი აჩუქეს