VIDEO: „უცებ დავინახე, რა ხდება?!“ - რა მოხდა „ჰაუსის“ დასრულების შემდეგ
1770408031
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ფასების რეგულირების მიმართულებით სამუშაო პროცესი შეაფასა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მოლოდინები დადებითია.
„ვფიქრობ, განხილვის შედეგად მნიშვნელოვანი მიგნებები გამოიკვეთოს და რა თქმა უნდა, ეს იქნება ხელის შემწყობი, რომ პროცესი წარიმართოს ფასების გაიაფების, შემცირებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით. ამდენად, ბუნებრივია, მოლოდინი არის ერთმნიშვნელოვნად დადებითი როგორც საჯაროობიდან გამომდინარე, რომ პროცესი იქნება თვალსაჩინო საზოგადოებისთვის და იმავდროულად, ეს რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს შედეგიანი რეალურად იმ ამოცანების გადასაჭრელად, რომლებიც დასახული აქვს კომისიას”, - განაცხადა მინისტრმა.