„უკვე ერთი თვეა ჩამოვედი. ვეძებ სამსახურს, სადაც მექნება ისეთი ხელფასი, რომ... “ - რას წერს, „საბას“ ლაუერატი ახალგაზრდა მწერალი

თემო რეხვიაშვილი

 „საბას“ ლაუერატი ახალგაზრდა მწერალი, თემო რეხვიაშვილი სამსახურს ეძებს, ამის შესახებ კი პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უკვლელად გთავაზობთ.

„მეგობრებო, უკვე ერთი თვეა ჩამოვედი. ვეძებ ისეთ სამსახურს სადაც მექნება ისეთი ხელფასი, რომ იპოთეკური სესხის გამოტანა და მერე დაფარვა მოვახერხო.

თუ ვინმეს სადმე რამე გეგულებათ ან მომავალში რამე გაიგოთ, მითხარით.

ჩემი პროფესიის გამოყენებით, ვფიქრობ რომ შევძლებ ტელევიზიაში მუშაობას, რომელიმე გადაცემის ან რუბრიკის წაყვანას, ზოგადად ფილმებში ან სერიალებშიც ვითამაშებდი, უბრალოდ როგორც ვხვდები კასტინგ მენეჯერების მხედველობის არეში დიდად არ ვჩანვარ. (ეს შეიძლება გარკვეულწილად ჩემი ბრალიცაა).

ასევე ისეთ შემოთავაზებასაც განვიხილივ რომელიც პირდაპირ ან ირიბად არ უკავშირდება ჩემს პროფესიას. თუ საჭიროა ადვილად ვითვისებ სხვადასხვა რამეს.

მიმუშავია კურიერად, ანიმატორად მეშაურმედ, ბარმენად, გამნათებლად, გაზეთების გამყიდველად და მომსახურების სფეროს სხვა პოზიციებზეც. უბრალოდ ახლა უფრო მაღალშემოსავლიანს და/ან ისეთ სამსახურს ვეძებ რომელიც ჩემს თეატრში ყოფნას მთლად არ გამორიცხავს.

მოკლედ თუ რამეა აქ ვარ.“ - წერს თემო რეხვიაშვილი.