იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში, გოლგოთაზე ილია II-ის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღესრულა

ილია მეორე

იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში, გოლგოთაზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უნეტარესისა და უწმინდესის, ილია II-ის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღესრულა.

„მსახურება აღავლინა წმინდა საფლავის მცველთა საძმოს წევრმა და აღდგომის ტაძრის წინამძღოლმა, იერაპოლისის მთავარეპისკოპოსმა, ყოვლადუსამღვდელოესმა ისიდორემ“, - ინფორმაცია იერუსალიმის საპატრიარქომ გაავრცელა.