თუშური სამზარეულო, თამაში და ცეკვა მინდორში - ნახეთ როგორ უმასპინძლა „მთის დღეებს“ თუშეთმა

მთის დღეები თუშეთში

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით “მთის დღეებს” თუშეთმა უმასპინძლა.

ტერიტორიაზე მოსულ, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ვიზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ცნობილი თუშური სამზარეულო.

გაიმართა სხვადასხვა, მთის თემატიკისთვის დამახასიათებელი ღონისძიება. მთის დღე თუშეთში მუსიკალურად გააფორმეს ანსამბლმა "გორდელამ" და "ოჩოს ქოხმა".

თუშეთში მთის დღის აღნიშვნას ვიზიტორებთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური დაესწრნენ.