სოფო ბედია მიმართვას ავრცელებს
1767695804
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ პროექტი "მზისკარი" შეაჯამა. გასტრონომიული ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით, 2024 წელს საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დაიწყო ოჯახური გასტრონომიული მასპინძლობის ქსელის – "მზისკარის" განვითარება, რომლის მიზანია რეგიონული იდენტობის გაძლიერება, მომსახურების ხარისხის ამაღლება და ტურისტული შეთავაზებების გამრავალფეროვნება.
"მზისკარი" აერთიანებს მხოლოდ იმ მასპინძლებს, რომლებიც სტუმრებს სთავაზობენ ქვეყნისა და კონკრეტული რეგიონებისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ კულინარიულ გამოცდილებას; კვების მომსახურებასთან ერთად უზრუნველყოფენ სადემონსტრაციო-საინტერპრეტაციო აგროაქტივობებსა და გასტრონომიულ მასტერკლასებს.
პირველ ეტაპზე, პროექტში 15 მასპინძელი ჩაერთო, მეორე წელს კი კიდევ 5 დაემატა