„თუ ეს ნივთი სახლში გაქვთ, გადააგდეთ…“ - გიორგი ღოღობერიძე მიმართვას ავრცელებს
1761929604
                                                                ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელიდან ცნობილ ფოტოგრაფს, დორ კედმის მასპინძლობს.
პრესტურის ფარგლებში ფოტოგრაფი თბილისს, თელავს, სიღნაღს, უდაბნოს და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს ეწვია. დორ კედმიმ ტურისტულად საინტერესო ადგილები გადაიღო.
ცნობილი ფოტოგრაფი ისრაელის პოპულარული გამოცემისთვის HAARETZ National Newspaper ფოტო კოლაჟს მოამზადებს, რომელსაც საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი სტატიებისთვის გამოიყენებენ. ტურის მიზანია ისრაელში საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია და მოგზაურთა ნაკადის გაზრდა.