„ყველაფერში პირველი! ჩემი ლუკა...“ - მსახიობ თინი გალდავას ძმა გარდაეცვალა
1766521618
ოტორინოლარინგოლოგი, პროფესორიc გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ბავშვმა ცხვირში ან ყურში უცხო სხეული მოითავსა:
- ის ნივთი, საგანი, რაც ბავშვს ცხვირში აქვს, შესაძლებელია, რესპირირდეს, უკანა მხარეს გადავარდეს და ხორხსარქველზე დაეცეს. ამიტომ, "წვალება" ყველაზე ცუდია, რაც შეიძლება, ასეთ შემთხვევაში გავაკეთოთ. თუ მშობელი 100%-ით დარწმუნებულია, რომ მარტივად ამოაგდებს და საგანი ზედაპირულადაა, უნდა ამოაგდოს. მაგრამ, წვალება ყველაზე ცუდია. ყურთან დაკავშირებითაც ზუსტად იგივე პრინციპია იმიტომ, რომ დაფის აპკი გარეთა სასმენ მილთან ძალიან ახლოსაა მოთავსებული და შესაბამისად, წვალებით შესაძლებელია, საგანი შიგნით შევიდეს, დაფის აპკი დააზიანოს და საოპერაციო გახდეს. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება, რომ ასეთ დროს მშობელმა ბავშვი, რაც შეიძლება, მალე ოტორინოლარინგოლოგთან მიიყვანოს, რომ უცხო სხეული ამოიღონ.