1766524590
„ყველაფერში პირველი! ჩემი ლუკა...“ - მსახიობ თინი გალდავას ძმა გარდაეცვალა
მსახიობ თინი გალდავას ძმა გარდაეცვალა. სამწუხარო ინფორმაცია თავდაპირველად, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიამ გაავრცელა.
ამავე ეკლესიის წინამძღვარი, მამა ალექსანდრე გალდავა გარდაცვლილის მამაა.
„ყველაფერში პირველი! ჩემი ლუკა...
გთხოვთ მოიხსენიოთ ახალშესვენებული ლუკა“, - წერს თინი გალდავა სოციალურ ქსელში.
ლუკა გალდავას ტაძარში ხვალ, 24 დეკემბერს, 16:00 საათზე გადაასვენებენ. გასვენება ხუთშაბათს, 25 დეკემბერს 14:00 საათზე, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრიდან.











