1766524590
თუ ბავშვი ზამთრის კურორტზე მიგყავთ, მაშინ ჩანთაში ეს მედიკამენტები აუცილებლად უნდა გედოთ - ალერგოლოგ-იმუნოლოგი მშობლებს მიმართავს
რა უნდა გვქონდეს სამედიცინო ჩანთაში, როდესაც ზამთრის კურორტზე მიგვყვავს ბავშვი, - თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო" ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ნინო ლომიძე საუბრობს.
„ჩვენ ჩანთაში უნდა გვქონდეს ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტი - ელექტროლიტები, სიცხის დამწევი, დამატენიანებელი. არ უნდა გამოგვრჩეს მზის ალერგია - არ უნდა ვთქვათ ის, რომ მზის ალერგია მხოლოდ ზღვაზე შეიძლება დაგვემართოს. მთაში მაღალი ულტრაიისფერი გამოსხივებაა, ამიტომაც მზის დამცავი საცხის წაღება და გამოყენება არის ძალიან მნიშვნელოვანი. კანის დატენიანებაზე ვისაუბრეთ და არც ტუჩები უნდა დაგვავიწყდეს. იმიტომ, რომ ზამთრის პერიოდში არა მარტო კანი, არამედ ტუჩებიც სკდება, შრება და რეგულარულ დატენიანებას საჭიროებს",- ამბობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ნინო ლომიძე.












