1756378082
წყალტუბოში ავარიას 29 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 29 წლის ბიჭი დაიღუპა.
ახლობლების თქმით, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
დაღუპული თაზო შალიკაშვილია, მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები დარჩა.