„ენით აღუწერელი ტრაგედია...“ - ცნობილია წყალტუბოში ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდის ვინაობა
1756372914
28 აგვისტოს უეფა-ს შტაბბინაში 2025/2026 წლის ჩემპიონთა ლიგის სეზონის ძირითადი ეტაპის წილისყრა გაიმართება და ფინალურ ეტაპზე გასული გუნდები მომავალი მეტოქეების შესახებ შეიტყობენ.
ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე მონაწილეობას 36 გუნდი მიიღებს – ისინი ოთხ კალათში კოეფიციენტების მიხედვით გადანაწილდნენ, თითოეულ კალათში ცხრა გუნდია.
ტურნირზე ყველაზე მეტი, ექვსი წარმომადგენელი ინგლისს ეყოლება, ოთხი გუნდი კი მთავარ საკლუბო ტურნირზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. ეს გუნდები არიან: „კაირატი“ (ყაზახეთი), „პაფოსი“ (კვიპროსი), „უნიონი“ (ბელგია), ბოდო/გლიმტი („ნორვეგია“).
წინა სეზონის მსგავსად, არ იარესებს ტრადიციული ჯგუფური სისტემა, თითოეული კალათიდან ყოველ გუნდს ორი მეტოქე შეხვდება და რვა მატჩს გამართავს. ერთიან ცხრილში პირველ რვა ადგილზე გასული გუნდები მერვედფინალური ეტაპის საგზურს მიიღებენ, ხოლო 9-24 ადგილებზე გასულები 1/16-ფინალური ეტაპიდან დაიწყებენ პლეი ოფში ბრძოლას.
ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპი 16 სექტემბერს დაიწყება.
პირველი კალათა: „პარი სენ-ჟერმენი“ (საფრანგეთი), „რეალი“ (ესპანეთი), „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი), „ბაიერნი“ (გერმანია), „ლივერპული“ (ინგლისი), „ინტერი“ (იტალია), „ჩელსი“ (ინგლისი), „დორტმუნდი“ (გერმანია), „ბარსელონა“ (ესპანეთი).
მეორე კალათა: „არსენალი“ (ინგლისი), „ლევერკუზენი“ (გერმანია), „ატლეტიკო“ (ესპანეთი), „ბენფიკა“ (პორტუგალია), „ატალანტა“ (იტალია), „ვილიარეალი“ (ესპანეთი), „იუვენტუსი“ (იტალია), „აინტრახტი“ (გერმანია), „ბრიუგე“ (ბელგია).
მესამე კალათა: „ტოტენჰემი“ (ინგლისი), „პსვ ეინდჰოვენი“ (ნიდერლანდები), „აიაქსი“ (ნიდერლანდები), „ნაპოლი“ (იტალია), „სპორტინგი“ (პორტუგალია), „ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი), „სლავია“ (ჩეხეთი), „ბოდო გლიმტი“ (ნორვეგია), „მარსელი“ (საფრანგეთი).
მეოთხე კალათა: „კოპენჰაგენი“ (დანია), „მონაკო“ (საფრანგეთი), „გალათასარაი“ (თურქეთი), „უნიონ სენ-ჟილი“ (ბელგია), „ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი), „ბილბაო“ (ესპანეთი), „ნიუკასლი“ (ინგლისი), „პაფოსი“ (კვიპროსი), „კაირატი“ (ყაზახეთი).