„ევრონიუსი“ ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანის ბუნებრივი აირის ობიექტებზე თავდასხმა განხორციელდა

ირანის ბუნებრივი აირის ობიექტებზე თავდასხმა განხორციელდა

„ევრონიუსი“ ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანის ბუნებრივი აირის ობიექტებზე თავდასხმა განხორციელდა. შედეგად ცეცხლი გაჩნდა და ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახურის ბრიგადები.

„ევრონიუსის“ მიხედვით, ირანის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ თავდასხმის სამიზნე გახდა ირანის სამხრეთ ფარსის ბუნებრივი აირის უზარმაზარ საზღვაო საბადოსთან დაკავშირებული ობიექტები.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ და სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ირნამ“ ასევე გაავრცელეს ინფორმაცია ირანის ბუშერის პროვინციაში, სამრეწველო პორტ ასალუიეში მდებარე ობიექტებზე თავდასხმის შესახებ.

ირანი სპარსეთის ყურეში არსებულ საზღვაო საბადოს კატართან ინაწილებს, რომელსაც თეირანმა ომის დროს არაერთხელ შეუტია.

გაურკვეველია, თავდასხმა ისრაელმა განახორციელა თუ შეერთებულმა შტატებმა, თუმცა ცნობილია, რომ აშშ ძირითადად ირანის სამხრეთ ნაწილში ატარებს საბრძოლო მოქმედებს.