„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ხატია წერეთელი დააკავეს

ხატია წერეთელი

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მომღერალი ხატია წერეთელი დააკავეს.  ჩვენი ინფორმაციითვე, მას ბრალად პროსტიტუციის ხელშეწყობა ედება. 

შეგახსენებთ, რომ  შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 12 პირი დააკავა, დაკავებულთა შორისაა ხატია წერეთელიც.

 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო 24 საათში, თბილისსა და სამეგრელოს რეგიონში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 12 პირი დააკავეს და 13 ობიექტი დახურეს.

დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ჩინეთის მოქალაქეები“, - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.