წყალი 7 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალი

7 ივლისს წყალმომარაგება  დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს. 

„7 ივლისს, სამგორი რაიონში, აეროპორტის დასახლება N40-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 11:00-დან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: აეროპორტის დასახლება N 1,2,3,4,4ა,5,6,7,8,9,10,11,12,27,29,37,39,40,46, ბორის ბერიძის, ალექსანდრე შიუკაშვილის, დიმერ გარაყანიძის, სერგო გუჯეჯიანის ქუჩებს, აეროპორტის ტერიტორიას.

ასევე, ხვალ, ისანი რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზ. N90-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 11:00-დან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: შირაქის, კოშკოვანის, ძევერის, გარეკახეთის, ცუცხვათის, შორაპანის, აწყურის ლეხ კაჩინსკის N9 11 13, მამისაშვილის, ქეთევან წამებულის გამზ. N84-92 (ლუწებს)“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.