1783194884
მზიანი დღეები და საღამოს ხანმოკლე წვიმები – მეტეოროლოგის უახლესი პროგნოზი
მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის შესახებ ახალ პროგნოზს ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, საქართველოში დღის ძირითადი ნაწილი უმეტესად უნალექო იქნება, თუმცა მაღალი ტემპერატურის ფონზე, საღამოსა და ღამის საათებში, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
მეტეოროლოგის განმარტებით, გამონაკლისი იქნება აჭარის სანაპირო ზოლი, სადაც მზიანი და მშვიდი ამინდი შენარჩუნდება. მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს როგორც დამსვენებლებს, ისე ტურისტულ აქტივობებს.
„მზის სხივებმა თქვენი დღეები ოქროსფრად გაანათოს“, – წერს კობა ფარტენაძე.












