წყალი 21 საათამდე შეწყდა - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები

ონკანი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, საბურთალოზე, წყალმომარაგება ავარიულად შეწყდა.

„ქარელის ქ. N 14-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების გამო, 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: ვიქტორ დოლიძის N29“,- ნათქვამია ინფორმაციაში.