წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები

ონკანი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

მთაწმინდა რაიონში, ოქროყანაში, სატყეოს ქ. N13-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 10:00 საათიდან 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სატყეო, ნიკო ბურის, ვასო აბაშიძის, რეზო ლაღიძის, გალაქტიონ ტაბიძის, სანავარდოს და ცივი წყაროს ქუჩებს.