„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი შეიცვლება. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი წვიმა და ელჭექი, ასევე ქარის გაძლიერება. მომდევნო დღეებში კი ცალკეულ რაიონებში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.
23 ოქტომბერი, პარასკევი - დასავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში ღამით უმეტეს რაიონში, დღისით კი ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ნალექი. დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღისით დაახლოებით +19-დან +27 გრადუსამდე იქნება.
24 ოქტომბერი, შაბათი - დასავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად მოღრუბლული ამინდი იქნება, ცალკეულ რაიონებში კი ნალექია შესაძლებელი.
25 ოქტომბერი, კვირა - ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში კვლავ მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. მაღალმთიან რაიონებში ამინდი უფრო ცივი იქნება.