VIDEO: „მე წავედი“ - რატომ დატოვა ზურა ხაჩიძემ „იმღერეს“ სტუდია და რა მოხდა გადაცემაში
1790364600
საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი კვლავ ცვალებადი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზის მიხედვით, 26 სექტემბერს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგიერთ ადგილას კი შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს.
26 სექტემბერს ნალექიანი ამინდი ცალკეულ რაიონებში კვლავ შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ღამით კი ჩრდილოეთ მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ძლიერი ნალექი. დღისით დაბლობში ტემპერატურა +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც. ბარში ჰაერის ტემპერატურა +22, +27 გრადუსის ფარგლებში იქნება.
27 სექტემბრიდან ამინდი შედარებით დასტაბილურების ტენდენციას აჩვენებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, თბილისში 27 სექტემბერს დღისით დაახლოებით +27 გრადუსია მოსალოდნელი, 28 სექტემბერს კი ტემპერატურა კვლავ დაახლოებით +27 გრადუსამდე იქნება.