ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი - როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
1757104397
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან 8 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით ზოგან ძლიერი.
მათივე ინფორმაციით, ასევე მოსალოდნელია ელჭექი და სეტყვა.”სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს – საფრთხის დონე საშუალო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.