9 დღის განმავლობაში დედამიწა მისტიკურ სიგნალს იღებდა - რა დაადგინეს მეცნიერებმა?
1757795049
მარტვილის რაიონის სოფელი ნაჯახავოში, რამდენიმე დღის წინ, ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა. შუახნის ქალი ორთვიანმა მიკედლებულმა ლეკვმა დაკბინა. ქალმა პრევენციის მიზნით აცრა გაიკეთა, ლეკვი კი რამდენიმე დღეში დაიღუპა. ცოფი ლაბორატორიულად დადასტურდა. მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ უწყებამ საგანგებო ღონისძიებები დაიწყო, მოიძიეს ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტში მყოფი პირები და ყველა მათგანი აცრეს.
სოფელში კარანტინია გამოცხადებული. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა 500-მდე ცხოველი აცრეს. ცოფისა და სხვა ინფექციური დაავადებების პრევენციისთვის სხვადასხვა ღონისძიება აქტიურად მიმდინარეობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ შინაური ცხოველების ვაქცინაცია სოფელში ინტენსიურად ტარდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამას ჯერჯერობით, ქვეყნის სამ რეგიონში ახორციელებს. უწყების ინფორმაციით, პრევენციის მიზნით უკვე მილიონამდე ვეტერინარული მანიპულაცია ჩატარდა.
2025 წელს, საქართველოს მასშტაბით, ცოფის 5 შემთხვევაა გამოვლენილი. სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ცხოველებს უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას უტარებს