„შენი ლამაზი თვალები როგორ უნდა იყოს დახუჭული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1778529855
წუხელ გლდანში ავარია მოხდა, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა. შემთხვევის შედეგად ქვეითი დაიღუპა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ცნობილია გარდაცვლილი ახალგაზრდას ვინაობა. იგი 39 წლის ლალი პაპიაშვილია.
„ჩემო საყვარელო ლალიკო, ვერ ვიჯერებ რომ შენ ჩვენთან აღარ იქნები.
როგორ გვატკინე გული ჩემო საყვარელო სიკეთით სავსე მეგობარო“,- წერს გარდაცვლილის ახლობელი.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
გავრცელებული ცნობით, ქალს ორი შვილი დარჩა.