ცნობილია წყნეთის გზატკეცილზე, ავარიის შედეგად დაღუპული 20 წლის ბიჭის ვინაობა

ლაზერე (ლადო) ქოქიაური.

თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. დაშავებული მოტოციკლის მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაღუპულია მოტოციკლის მძღოლი, 20 წლის ლაზერე (ლადო) ქოქიაური.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.