1758568351
წინამძღვრიშვილის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

ჩუღურეთის რაიონში, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე დაგეგმილი ღონისძიების გამო, დღეს, 14:00-დან 22:00 საათამდე, წინამძღვრიშვილის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
კერძოდ, გადაადგილება სრულად შეიზღუდება წინამძღვრიშვილისა და მოსე გოგიბერიძის ქუჩების კვეთიდან წინამძღვრიშვილისა და ლევ ტოლსტოის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
შეზღუდვის პერიოდში, წინამძღვრიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ივანე ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ლევ ტოლსტოის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება მოსე გოგიბერიძის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედანზე მარცხნივ მოხვევით.
თბილისის მერია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო.